Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კახეთში რთველი დაიწყო

კახეთში რთველი დაიწყო. საფერავის ჯიშის ყურძენს ღვინის კომპანია „გრუზ ვინ პრომი“, რომელიც სახელმწიფო საწარმოა, წნორის ღვინის ქარხანაში 40 თეთრად იბარებს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს კომპანიის მთავარმა ბუღალტერმა გელა ბეზარაშვილმა განუცხადა, კომპანია რქაწითელის ჯიშის ყურძენსაც მიიღებს, 1 კგ-ს 30 თეთრად.
„ყურძნის ფასები დადგენილია. ჩვენი კომპანიის მსგავსად სხვა ღვინის ქარხნებიც საფერავის ჯიშის ყურძენს 40 თეთრად ჩაიბარებენ, რქაწითელს 30 თეთრად. ამას დაემატება სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა, საფერავზე 25 თეთრი, ხოლო რქაწითელზე 15 თეთრი. საერთო ჯამში საფერავის ჯიშის ყურძენი 65 თეთრი გამოდის, ხოლო რქაწითელი 45 თეთრი. გლეხებს სუბსიდიის თანხის მიღება ყურძნის ჩაბარებიდან მესამე დღეს „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში შეუძლიათ. იმ თანხას კი, რომელსაც ქარხანა იხდის, მოგვიანებით, მაქსიმუმ 10 დღის ვადაში მიიღებენ“, - განაცხადა გელა ბეზარაშვილმა.
წელს კახეთში 85 584 ტონა ყურძნის მოსავალს ელიან. აქედან 58 419 ტონა რქაწითელია, 22 831 ტონა საფერავი და 4 335 ტონა ჰიბრიდული ჯიშის ყურძენი. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რთველის სუბსიდირებისათვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 6,1 მილიონი ლარი გამოიყო. სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის განცხადებით, პირველ ეტაპზე კახეთში ყურძენს 20 ღვინის ქარხანა მიიღებს.

© "მედიანიუსი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.