Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კარგი ამბები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან

სამხრეთ აფრიკის ღვინის საზოგადოებამ (WOSA) რამდენიმე რთული წელი გამოიარა, თუმცა მოსალოდნელმა უხვმა მოსავალმა, ექსპორტის რეკორდულმა ზრდამ, ახალი ბაზრის დაპყრობამ და ღვინის ექსპერტთა დიდმა ქება-დიდებამ მათ მომავლის რწმენა და იმედი დაუბრუნა. 2012 წელს ღვინის ექსპორტი 417 მილიონ ლიტრამდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 10 მილიონი ლიტრის გადაჭარბებით მოიხსნა 2008 წლის რეკორდი. გასულ წელთან შედარებით კი ექსპორტი 17%-ით გაიზარდა. “იმის გამო, რომ ადგილობრივი ვალუტა გაუფასურდა და მსოფლიოში ღვინის კრიზისი შეიქმნა, ექსპორტის რეკორდულ მაჩვენებელს მივაღწიეთ,” -  განმარტა WOSA-ს გენერალურმა დირექტორმა სიუ ბირჩმა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ვენახების ფართობი შემცირდა, წლევანდელი ხელსაყრელი ამინდის წყალობით 2013 წელს არნახულ მოსავალს ელიან. მეღვინეობის სტატისტიკური ბიურო ვარაუდობს, რომ წელს ქვეყანაში 1,4 მილიონ ტონა ყურძენს დაკრეფენ. ქალბატონი ბირჩი იმასაც განმარტავს, რომ ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტის 59%-იანი ზრდა მსოფლიო ტენდენციას ესადაგება - პროცესი ეკონომიკური რეცესიით აიხსნება. იგივე პროცესები ხდება ჩილეში, არგენტინაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაშიც. “ცხადია, ჩვენ გვირჩევნია, ბოთლებში ჩამოსხმული ღვინო გავიტანოთ - ამით ქვეყნის ნაწარმის რეპუტაცია უფრო გაიზრდება, მეტი ადამიანი დასაქმდება და ღვინის ბიზნესი უფრო მომგებიანი გახდება. ამიტომ ძალიან გვახარებს, როცა ბოთლებში ჩამოსხმული ღვინის ექსპორტი იზრდება ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის ჩრდილოეთ ამერიკა, იაპონია, ჩინეთი და აფრიკის რამდენიმე ქვეყანა. შესაბამისად, ჩვენ ამ ქვეყნებში კიდევ უფრო ვაქტიურდებით და უფრო დიდ მარკეტინგულ გათვლებს ვაკეთებთ. გასული წარუმატებელი წლების ფონზე დღეს განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა უცხოელი კრიტიკოსები სამხრეთ აფრიკას ერთ-ერთ წამყვან ღვინისმწარმოებელ ქვეყნად მოიხსენიებენ. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მივიღეთ ქებით სავსე წერილი ნილ მარტინისაგან (ჟურნალ Wine Advocate-ს მიმომხილველი), რომელმაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა “ყველაზე შთამბეჭდავ” ქვეყნადაც კი მოიხსენია. ასევე ქება არ დაიშურეს ისეთმა ცნობილმა კრიტიკოსებმა, როგორებიც არიან სტივენ ტანზერი (International Wine Cellar), ოზ კლარკი, ტიმ ატკინი, სარა აჰმედი და ეკჰარტ ზუპი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული