Home
ქართული | English
ივლისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დაბალალკოჰოლური ღვინოების ტენდენცია

დაბალალკოჰოლური ან უალკოჰოლო ლუდი უკვე არც ისე ცოტა ხანია, რაც ბაზარზე საკმაოდ დიდი წარმატებით იყიდება. ამ ბოლო პერიოდში კი ლუდს ღვინო მიემატა, რომლიც ჩვეულებრივ ღვინოსთან შედარებით ძალიან დაბალ ალკოჰოლს შეიცავს, დაახლოებით 5-8%-ს, ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ ასეთი კატეგორიის შემთხვევაში 10%-მდე ალკოჰოლის შემცველობა დაშვებულია. 

დაბალალკოჰოლური ღვინოების გაყიდვების ღრებულება ბოლო 5 წლის განმავლობაში 30%-ით გაიზარდა, ექსპერტები კი ვარაუდობენ რომ მომდევნო 5 წლის განმალვობაში კიდევ 15%-ით გაიზრდება. 2026 წლისთვის დაბალი ალკოჰოლის შემცველი ღვინის გაყიდვები სავარაუდოდ 3 მლრდ. დოლარს მიაღწევს. 

Helen McCarthy, Accolade Wines-ის მეღვინეობის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ავსტრალიელი მომხმარებლების 58% ცდილობს დღიურად ალკოჰოლის მიღება შეამცირონ, მათ შორის კი მილენიალები ლიდერობენ: “ისინი დაინტერესებულნი არიან უფრო ჯანსაღი ცხოვრების წესით, თუმცა ღვინოზე უარს მაინც ვერ ამბობენ, ასე რომ საშუალო სიძლიერის ღვინოები ნამდვილად აძლევს ასეთი კატეგორიის ადამიანებს საშუალებას,  რომ კვლავ დატკბნენ ღვინით, ამასთან ერთად კი საკუთარ თავზეც უკეთ იზრუნონ.” - ვკითხულობთ The Guardian-ზე. 

ჯონჯო მაკევოი, იარას ველზე Fin Wines-ის დირექტორი აღნიშნავს, რომ ასეთი კატეგორიის ღვინის მიღებისას საჭიროა მაღალმჟავიანი ყურძენი “დაბალაკოჰოლური ღვინის მისაღებად ყურძნის მჟავიანობა ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი ყურძენი ღვინის დაბალალკოჰოლურობას განაპირობებს.“ - როგორც ვკითხულობთ, ასეთი ტიპის ღვინის დაყენება უფრო მარტივია, ვიდრე სრულად უალკოჰოლოსი. 

დოქტორი უეს პირსონი, ავსტრალიის ღვინის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი: “ალკოჰოლი მართლაც უნიკალური ნაერთია, ის ღვინოს მატებს ტექსტურას, წონას და რა თქმა უნდა ფიზიკურ ეფექტებს ადამიანზე, ღვინო არ ჰგავს სხვა პროდუქტს, სადაც უკანა მხარეს ინგრედიენტების სიაა თანდართული, ის ყურძნისგან დამზადებული პროდუქტია, ასე რომ თქვენ შეზღუდული ხართ იმაში, რისი გამოყენებაც შეგიძლიათ ღვინოში ალკოჰოლის ეფექტის შესაქმნელად.” - აღნიშნავს პირსონი. 
მაკარტი კი ამბობს, რომ დაბალალკოჰოლური ღვინო “ოქროს შუალედივითაა”, ბალანსია ტრადიციულ ღვინოსა და სრულ აბსტინენციას შორის: “ის ღვინოა, უბრალოდ ნაკლებად ძლიერი.” - ვკითხულობთ სტატიაში. 

ადელაიდის უნივერსიტეტში მსოფლიოში პირველი საცდელი მასშტაბის კვლევითი დაწესებულებაა უაკოჰოლო და დაბალკოჰოლური (NOLO) ღვინისთვის. აქ კი პირსონი და მისი კოლეგები იკვლევენ ახალ ტექნიკებს, რაც მეღვინეებს საშუალებას მისცემს ახალი დაბალკოჰოლიური პროდუქტები “გამოსცადონ” და მასზე ექსპერიმენტები ჩაატარონ: “რაც უფრო მეტს ვსწავლობთ, მით უფრო უკეთეს ღვინოებს ვიღებთ შედეგად” - ამბობს მაკარტი. The Guardian-ზე გაეცნობით სტატიას და იმ ღვინოებსაც, რომლებსაც ავტორი გვირჩევს. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული