Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მეცნიერებმა გლადიატორთა სასმელის საიდუმლო ამოხსნეს

რამდენიმე წლის წინ ქალაქ ეფესოში (თურქეთი) ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას გლადიატორთა საფლავები აღმოჩნდა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჩვ. წ. აღ-მდე III-II საუკუნეებში რომაელი გლადიატორები ძირითადად ვეგეტარიანელები იყვნენ. ისინი მარცვლეულით, ბოსტნეულითა და ძირნაყოფა მცენარეებით იკვებებოდნენ. მკვლევარებმა გლადიატორთა და იმავე პერიოდში იმავე ადგილას მცხოვრები ჩვეულებრივი ადამიანების ძვლები ერთმანეთს შეადარეს და დაადგინეს, რომ გლადიატორების ორგანიზმი საოცრად დიდი რაოდენობით კალციუმსა და მაგნიუმს შეიცავდა. მომდევნო კვლევისას კი ისიც გაირკვა, რომ ვარჯიშის შემდეგ გლადიატორები სვამდნენ ეგრეთ წოდებულ “სპორტულ სასმელს”, რომელიც ნაცრისაგან მზადდებოდა. ნაცარი კონცენტრირებული სახით შეიცავს იმ მიკროელემენტებს, რომლებიც კუნთების ზრდასა და ძვლების სიმაგრეს უწყობს ხელს.  

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული