Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"ჯაყელების ღვინოები" – „ღვინის კლუბის“ პირველი არჩევანი

„ღვინის კლუბი“ და რესტორანი Hadson&Hooker საზოგადოებას პერიოდულად მცირე მარნების ღვინოებს წარუდგენენ. პროდუქცია „ღვინის კლუბის“ რეკომენდაციით შეირჩევა, რის გამოც აქციას ღვინის კლუბისარჩევანი ეწოდა.

5 აგვისტოს Hadson&Hooker–ში ორი დასახელების ღვინო წარმოადგინა კომპანიამ „ჯაყელების ორგანული ვენახი და ღვინოები“. კომპანიის ხელმძღვანელმა, მალხაზ ჯაყელმა პრეზენტაციისას შეკრებილ საზოგადოებას აცნობა, რომ მისი მარანი ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ წევრია და რამდენიმე წელია, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში ეკოლოგიურად სუფთა ღვინოს აწარმოებს. 2009 წლიდან მარნის პროდუქცია სერტიფიცირებულია, როგორც ორგანული, ანუ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი.
Hadson&Hooker–ში წარმოდგენილი იყო „ჯაყელების ღვინოების“ ორი ნიმუში – „საფერავი – 2008“ და „რქაწითელი–მწვანე – 2007“. საზოგადოების მოწონება ერთნაირად დაიმსახურა, როგორც ხაშმის სახელგანთქმულმა „საფერავმა“, ისე რქაწითელისა და მწვანის საუკეთესოდ დაბალანსებულმა ღვინომ. „რქაწითელი–მწვანე“ კიდევ უფრო მეტად გემრიელი იქნება, თუკი საზაფხულოდ ოპტიმალურ ტემპერატურაზე ჩააციებთ.
5 აგვისტოდან „ჯაყელების ღვინოების“ ეს ორი დასახელების ღვინო წარმოდგენილი იქნება ოთხ თბილისურ რესტორანში: Hadson&Hooker (ბელიაშვილის ქუჩა), ირლანდიური პაბი „დუბლინი“ (ახვლედიანის ქ. 8), ბრიტანული პაბი OLD LONDON (ახვლედიანის ქ. 6) და ამერიკული პაბი „ბუფალო ბილი“ (ახვლედიანის ქ.16).
 
© ღვინის კლუბი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული