Home
ქართული | English
ნოემბერი 2019
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

მულტიმედია

კომენტარები

იტალიაში ღვინის გაყიდვები მცირდება

2013 წელს იტალიაში ღვინის გაყიდვებმა საგრძნობლად იკლო. ექსპერტების ვარაუდით, ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ახალგაზრდებში ღვინოზე პოპულარული უკვე ლუდი გახდა, ოჯახური თავშეყრის ტრადიცია კი თითქმის დავიწყებას მიეცა. კვლევითი ჯგუფის - Nomisma-ს - ღვინის განყოფილება Wine Monitor იუწყება, რომ იტალიაში ღვინის მოხმარება წინა წელთან შედარებით 6,5%-ით შემცირდა, თუმცა ღვინის გაყიდვებიდან მიღებული მოგება 7%-ით გაიზარდა. ამას ექსპერტები ძალიან მარტივად – ფასების მატებით ხსნიან. ეს ტენდენცია იტალიაში უკვე რამდენიმე წელია შეინიშნება, თუმცა 2012 წელს პიკს მიაღწია – მე-19 საუკუნიდან მოყოლებული 2012 წლამდე ასეთი დაბალი გაყიდვები არასდროს დაფიქსირებულა. 2012 წელს იტალიელებმა მხოლოდ 22,6 ჰექტოლიტრი ღვინო მიირთვეს.

იტალიელები იმასაც იუწყებიან, რომ მათი ქვეყნის ზოგ რეგიონში  უმუშევრობამ 40%-ით იმატა. სადისტრიბუციო კომპანია Les Caves de Pyrene-ს მფლობელის, დარიო პოდანას თქმით კი, ქვეყანაში მასიურად ვრცელდება იაფფასიანი ლუდი და სხვა ალკოჰოლური სასმელები, რამაც ხელი შეუწყო ღვინის გაყიდვების შემცირებას.     

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული