Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ისრაელის ღვინის ინდუსტრია - ტრიუმფისა და გლობალური აღიარების ამბავი

ისრაელი მეღვინეობის საკმაოდ დინამიური რეგიონია, რომელიც მრავალფეროვანი ადგილწარმოშობებითა და რთული მიკროკლიმატით გამოირჩევა. ბოლო ორი ათლწლეულის განმავლობაში ხარისხზე ორიენტირებულ მეღვინეთა ახალი ტალღა გაჩნდა, რომელთა ღვინოებიც საზღვრებს გასცდა. ადგილობრივ ვაზის ჯიშებზე ექსპერიმენტებითა და უახლესი ტექნოლოგიებით კი მეღვინეები საბოლოოდ მსოფლიო ასპარეზზეც კი გავიდნენ. 

ღვინოს ამ მხარეში ათასობით წლის განმავლობაში აწარმოებდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის მევენახეობის ფესვები ძველ სამყაროშია, ის ღვინოები და ინდუსტრია, რომელთაც ახლა განვიხილავთ, ახალი პერიოდიდანაა. ისრაელის სახელმწიფოში 1948 წლისთვის მხოლოდ 14 კომერციული ღვინის საწარმო იყო, ახლა კი ეს რიცხვი 300-მდე გაიზარდა. მათ შორის 10 უმსხვილესია და ისრაელის ღვინის 90%-ზე მეტს აწარმოებს. 

აქ ხშირად შეხვდებით კლასიკური ფრანგული ჯიშების ღვინოებს, როგორიცაა კაბერნე სოვინიონი, მერლო, შირაზი, შარდონე და სოვინიონ ბლანი, თუმცა იზრდება ინტერესი ხმელთაშუა ზღვის ჯიშებისა და ადგილობრივი ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების მიმართ. ქვეყანაში სულ 5500 ჰექტარზეა გაშენებული ვენახები და დაახლოებით 60 000 ტონა ყურძენი იკრიფება. 

ისრაელში, როგორც უკვე ვახსენე, ნიადაგის მრავალფეროვნებაა, იქ შეხვდებით კირქვას, თიხასა და ალუვიურ თიხნარს. ხმელთაშუა ზღვასთან სიახლოვის გამო აშკარად იგრძნობა ხმელთაშუა ზღვის კლიმატი. ზღვა ისრაელის ყველაზე მნიშვნელოვანი კლიმატური ელემენტია, რადგან მისი ნიავი უზრუნველყოფს ვენტილაციას და გაგრილების ეფექტს ქმნის ვენახებისთვის, რაც ამცირებს ტენიანობასა და ტემპერატურას. იქ არის გრძელი, ცხელი, მშრალი ზაფხული და მოკლე, უფრო მეტად წვიმიანი ზამთარი. ახალი ვენახები ზღვის დონიდან 400 მეტრიდან 1000 მეტრამდე იზრდება, სადაც გრილი ტემპერატურა ხელს უწყობს ვეგეტაციის ხანგრძივობას. წყლის ნაკლებობა სერიოზული პრობლემაა მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით ვეგეტაციის პერიოდში. მექანიკური რთველი გავრცელებულია ებრაელ მევენახეებს შორის, თუმცა რიგ შემთხვევებში ხელით კრეფენ ყურძენს. ისრაელში მოსავლის სეზონი ივლისში იწყება, თუმცა მის უმეტეს ნაწილს აგვისტოდან ოქტომბრამდე იღებენ. რთველის სეზონზე ყველაზე დიდი კლიმატური დაბრკოლება წვიმა ან ყინვა კი არ არის, არამედ ჰამსინი - ცხელი ქარი, რომელიც არაბეთის უდაბნოდან უბერავს და ტემპერატურას 40 გრადუსამდე სწევს. 

ისრაელში წელიწადში დაახლოებით 40 მლნ.-მდე ბოთლი ღვინო იწარმოება. რეგულაციების ნაკლებობა მეღვინეებს დიდ თავისუფლებას ანიჭებს ყურძნის სხვადასხვა ჯიშებზე ექსპერიმენტების ჩასატარებლად. ქვეყანაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 6 ღვინის რეგიონი. გალილეა ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეგიონია, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარეობს და ორ, ზემო და ქვემო გალიელად იყოფა. ზედა სექტორი, ლიბანის საზღვართან ახლოს, არის მთლიანი, სადაც ვულკანური ნიადაგებია. თაბორის მთის მახლობლად ქვედა სექტორში კი ვენახები 200-400 მეტრამდეა გაშენებული.  

გოლანი ვულკანური პლატოა, ზღვის დონიდან 1200 მეტრზე, გოლანის მაღლობები ხასიათდება გრილი კლიმატითა და ბაზალტის ნიადაგით. იქ სამი ქვერეგიონია, სამხრეთ გოლანი, შუა და ზემო გოლანი. ღვინის ეს რეგიონი დღეის მონაცემებით ყველაზე მეტ საერთაშორისო ყურადღებას იპყრობს, რადგან მისი მაღალმთიანი ვენახები გადამწყვეტ როლს თამაშობს ქვეყნის ღვინის ხარისხის გაუმჯობესებასა და აღიარების მოპოვებაში. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია ისრაელის ცენტრალური მთები, რომლებიც მოიცავს კარმელის მთას, მენაშეს, შომრონისა და იუდეის მთებს. ვენახების უმეტესი ნაწილი განლაგებულია Zichron Ya’acov-სა და Binyamina გარშემო. აქ უფრო მეტად კირქვული თიხის ნიადაგია. 

სანაპირო დაბლობი თელ-ავივის სამხრეთ-აღმოსავლეთითაა, ზღვის დონიდან 100 მეტრამდე. რეგიონი ალუვიური ნიადაგით ხასიათდება (მდინარის აკუმულაციური მოქმედებით წარმოქმნილი ნიადაგი). დღეს უფრო მეტად ცნობილია ციტრუსებისა და მარწყვის წარმოებით, ვიდრე საღვინე ყურძნის ჯიშებით.

იუდეის მთისწინეთი დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. ეს პატარა რეგიონი ისრაელის ვენახების მესამედს მოიცავს. რეგიონში თბილი ტემპერატურაა, რომელიც ხმელთაშუა ზღვის გრილი ქარებით ბლალანსდება. 

ნეგევის მთიანეთი კი მშრალი უდაბნოა, რომელიც, ფაქტობრივად, ქვეყნის ნახევარია. ნიადაგი მიდრეკილია ქვიშიანი თიხნარისა და ლიოსისკენ. როგორც წესი, ტემპერატურები ძალიან მკვეთრად ცვალებადია, ღამით ცივა, დღისით კი სიცხეა. მშრალი პირობები და დაბალი ტენიანობა ვაზის დაავადებების აცილებას უწყობს ხელს. 

თანამედროვე ისრაელის ღვინის ინდუსტრიაში ძალიან დიდ როლს თამაშობს ბორდოს კლასიკური ჯიშები. ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ დარგული ჯიშია კაბერნე სოვინიონი, განსაკუთრებით ზემო გალილეისა და გოლანის ბორცვებიდან. ისრაელში ეს ჯიში იძლევა ღრმად შეფერილ ღვინოებს, კონცენტრირებული მწიფე მუქი ხილის არომატებით, ძლიერი სხეულითა და კომპლექსური სტრუქტურით. აქტუალურია სევე მერლო, რომელიც საკმაოდ ადრე მწიფდება ისრაელში. ხშირად აწარმოებენ ნაზავსაც, ისრაელში მერლოს ძალიან რბილი გემოს პროფილი აქვს. შირაზი ისრაელში 1990-იანი წლებიდან მოჰყავთ და ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიურ ჯიშად მიიჩნევა. იძლევა ძალიან გამოხატულ, მკვეთრ და სასიამოვნო არომატებს. ჯიშის საუკეთესო გამოხატულება გვხვდება იუდეის მთისწინეთში, იუდეის ბორცვებში და ზემო გალილეაში. პოპულარულია ასევე სოვინიონ ბლანი, შარდონე, გრენაშა, ვიონიერი და ა.შ. 

მკვლევარებმა აღმოაჩინეს 120-ზე მეტი ვაზის ჯიში ისრაელის გეოგრაფიულ არეალზე. ეს მოიცავს ბიბლიური ეპოქის თეთრ ჯიშებს, როგორიცაა Marawi (a.k.a. Hamdani), Jandali, და Dabouki. ასევე წითელი ყურძენი: Baladi Asmar,  Bittuni და Argaman. ზოგი მეღვინე მუშაობს მშობლიური ვაზის ჯიშების ღვინოებზე, მათი ძალისხმევა კი ძალიან  დიდ ინტერესს იწვევს. 

ისრაელის ღვინის ექსპორტი წლიდან წლამდე იზრდება. ქვეყნის ღვინის 55 პროცენტზე მეტი ექსპორტირებულია ჩრდილოეთ ამერიკაში, დაახლოებით 35 პროცენტი მიდის ევროპაში (ძირითადად საფრანგეთსა და გაერთიანებულ სამეფოში), დანარჩენი კი ექსპორტირებულია შორეულ აღმოსავლეთში. ისრაელის ღვინის საექსპორტო ბაზარი 40 მილიონ დოლარზე მეტადაა შეფასებული. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული