Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

გლეხები ყურძნის შემსყიდველი კომპანიების ხრიკზე საუბრობენ

რაჭაში რთველი დასასრულს უახლოვდება. რეგიონში ამ დროისთვის ხვანჭკარის დასამზადებელი ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის 700 ტონა ყურძენი დაიკრიფა, მოსავლის ძირითადი ნაწილი – 60% კი ადგილობრივმა ქარხნებმა ჩაიბარეს.

სახვანჭკარე ყურძენი ქარხნებმა კილოგრამი 2 ლარად ჩაიბარეს, რასაც ერთი ლარი სახელმწიფო სუბსიდიაც დაემატა. მიმდინარე რთველზე რაჭაში დაახლოებით 460 ათას ლარამდე სახელმწიფო სუბსიდიის გაცემაა ნავარაუდევი. რაც შეეხება ღვინის კომპანიებს, რაჭაში ყურძენი ძირითადად ``თელიანმა ველმა``, ``ქართული ღვინის სახლმა`` და ``თბილღვინომ`` შეისყიდეს.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, რაჭაში სახვანჭკარე ყურძენს ქარხნები შეგნებულად გვიან, თითქმის დაქიშმიშებულ მდგომარეობაში იბარებენ, რის შედეგადაც, გლეხების განცხადებით, მოსავალი წონაში იკლებს და საფასურსაც ნაკლებს იღებენ. ქარხნებში აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ უამინდობის გამო ყურძნის დაკრეფა ორიოდე დღით შეყოვნდა და ამას ხარისხზე და წონაზე არ უმოქმედია.
 
რადიო ``კომერსანტი``

 

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123