Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გაზი ავსტრალიის ვენახებში

ავსტრალიური გიგანტი AGL Energy  ჰანტერის დაბლობზე მდებარე გაზის საბადოების ათვისებას გეგმავს. სწორედ ამ მიზეზის გამო შეიძინა კომპანიამ Poole's Rock დაYellow Rock Estate-ს ვენახები. კომპანიის წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები არ შეჩერდება. როგორც საწარმოს დირექტორმა მაიკ მორაზამ განაცხადა, საწარმო ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო იქნება, არანაირ მავნე ზეგავლენას არ მოახდენს გარემოზე. თუმცა ჰანტერის დაბლობის დაცვის ალიანსის (Hunter valley Protection Alliance) წევრები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ენერგეტიკოსთა ამ ინიციატივას და ვენახების განადგურების შეწყვეტის მოთხოვნით გამოდიან. ალიანსის წევრები იმ ფაქტსაც აპროტესტებენ, რომ ავსტრალიის მეღვინეობის სხვა რეგიონებისგან (ბაროსას ველი, მაკლარენი, მარგარეტ რივერი) განსხვავებით, ახალ სამხრეთ უელსში მევენახეობისა და მეღვინეობის დასაცავად არანაირი ღონისძიება არ ტარდება.

ავსტრალიის გარდა, მსგავსი პრობლემები აქვთ მეღვინეობის სხვა ქვეყნებსაც. მაგალითად, საფრთხის ქვეშ დგას განთქმული უნგრული ღვინო ტოკაის წარმოება - სასარგებლო წიაღისეულის, კერძოდ კი ტუფის კარიერები ვენახების სიახლოვესაა განლაგებული. რა გასაკვირია, რომ ეს ფაქტი უნგრელ მეღვინეებს მოსვენებას უკარგავს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული