Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ევროპულ ხელოვნებაში ღვინო ყოველთვის აქტუალური მუზა იყო” - wine enthusiast

ღვინო და ვაზი ძველ ეგვიპტურ სამარხებში შეგხვდებათ, ასევე ისლამურ ნაწარმოებებში, ცენტრალური და სამხეთ აზიის ხელოვნებაში, ქართულ ხუროთმოძღვრებაში და თითქმის ყველგან, სადაც ღვინო იწარმოება. გვიანი რენესანსი ხელოვნებაში ღვინო განსაკუთრებულ როლს თამაშობს. ძირითადად მაშინ, როდესაც ადამიანურ ემოციებსა და ყოვედღიურ ცხოვრების ასახვა სურდათ, ხშირად იყებენდნენ ამისთვის ღვინოს ან ვაზს.

Wine Enthusiast-ის სტატიაში ავტორი რამდენიმე ნიმუშს განიხილავს, მათ შორის ერთ-ერთია ნიკო ფიროსმანის “ქეიფი ტალავერში”: “ღვინო ქართველი ფერმწერის, ნიკო ფიროსმანის საყვარელი თემა იყო. მოსწონდა ღვინის სცენების ხატვამ ხშირად იყენებდა ყანწებს, ქვევრებს. ადრეც, ისევე როგორც ახლა, დიდი კამათი იყო. ზოგს ღვინის დაყენების ძველი ქართული წესის შენარჩუნება სურდა, ზოგი კი ევროპული მეთოდი ამჯობინებდა. დღესდღეობით ზოგიერთი მეღვინე საფერავის ყურძნიდან დაყენებულ წითელ არომატულ ღვინოს „ფიროსმანის ღვინოს“ უწოდებს” - წერს ავტორი. 

Bacchanal of the Andrians (1523) ტიციანო ვეჩელის ნამუშევარია. სტატიაში ვკითხულობთ, რომ სწორედ ეს ტილო შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად, რომელმაც შემდეგ გავლენა მოახდინა ისეთ მხატვრებზე, როგორიცაა პიტერ პაულ რუბენსი და დიეგო ველასკესი. სცენაზე მხიარულების ზეიმია გამოსახული, ცენტრში კი დეკანტერია აღმართული. ნახატის ცენტრალურ წინა ნაწილზე გამოსახულია მუსიკალური პარტიტურა. მუსიკალური პარტიტურის ტექსტი კი შემდეგია „ვინც სვამდა და აღარ სვამს, მან არ იცის რა არის სასმელი“. ეს მუსიკალური პარტიტურა მოთავსებულია მიწაზე ჭიქიდან დაღვრილი ღვინის გვერდით. მოჩანს კიდევ ორი ​​სასმლის ჭურჭელი, ერთი მათგანი ღვინით არის სავსე, ხოლო მეორე ჭურჭელი მიწაზე დახრილია.

შემდეგია კარავაჯოს “ბაქკუსი” (1695). ბაქკუსი ღვინის ღმერთია, რომელიც სხვა ნაშრომებში ხშირად არის გამოსახული ნასვამ მდგომარეობაში. კარავაჯოს ბაქკუსი მშვიდია, თავზე ვაზის მტევნები და ფოთლები აქვს. ხალათი ნახევრად აქვს შემოხვეული. ასე მაცდურად გამოსახული ბაქკუსი აქამდე არასდროს ყოფილა. კარავაჯოს ნახატში ის ვარდისფრად შეფაკლული ლოყებითაა, რომელიც დამთვალიერებელს ღვინოს ისე სთავაზობს, რომ ზუსტად იცის მისი მომხიბვლელი მიმზიდველობის შესახებ. თითქოს ბაქკუსი, თავისი მუსიკითა და ღვინით ადამიანებს შფოთვისგან ათავისუფლებს. მათ კი ღვინოს, როგორც ტკივილის შემსუბუქებისა და სიხარულის წყაროს უწვდის. 

The Merry Fiddler ჯერარდ ფან ჰონთორსთის, ჰოლანდიელი მხატვრის, 1623 წლის ნამუშევარია. კარავაჯოს გავლენა ძალიან მკაფიოდ იგრძნობა, ეს გასაკვირი არც არის, ჰონთორსთი იტალიეში დიდ ხანს ცხოვრობდა. ნამუშევარი ჩრდილოევროპული ტრადიციისთვის დამახასიათებელ ელემენტს შეიცავს, სიღრმის ილუზიის შექმნის მცხელობას. მისი გაშლილი ხელი ღვინის ჭიქით თითქოს ნახატის განზომილებას სცდება და სხვა სივრცეში გადმოდის. ჰონთჰორსთი ყველაზე მეტად სწორედ თავისი სივრცეების აღქმითა და მუსიკოსების სურათებით იყო ცნობილი. 

ჯეიკობ დაკის „ღვინის მცოდნეები“(დაახლოებით 1640-42) - მე-17 საუკუნის ჰოლანდიურმა ოქროს ხანამ მოიტანა ღვინის მცოდნეობა, მდიდარი კლასები მიირთმევდნენ შორიდან, პორტუგალიიდან ან საბერძნეთიდან იმპორტირებულ ღვინოს, მათ შორის იყო იტალიური მარსალა და ესპანური მალაგაც. დაკი ხატავდა როგორც სამხედრო, ისე ყოველდღიურ ცხოვრებას, ხშირად ამოიცნობთ ირონიას მის ნამუსევრებში: “აქ კარგად ჩანს, რომ ავტორი იმ “მცოდნეს” ხატავს, რომელიც ყველა დეგუსტაციაზე, ყოველთვის არის ხოლმე” - ვკითხულობთ სტატიაშიავტორი ყველა პერიოდის ნიმუშს განიხილავს, მათ შორის ექსპრესიონისტებს, კუბისტებსა და იმპრესიონისტებს. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული