Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ევროპელები შამპანურზე უარს ამბობენ

ევროპის ღვინის ბაზრის ტენდენციების მიხედვით ევროპის მცხოვრებნი შამპანურზე უარს ამბობენ – ამ კეთილშობილი სასმლის გაყიდვები ნელ-ნელა მცირდება. Comité Interprofessionnel du vin de Champagne-მ (CIVC)განაცხადა, რომ შამპანურის გაყიდვები ევროპაში 13,3%-ით შემცირდა – მარტო საფრანგეთში გასული წლის დეკემბერში გაყიდვებმა 8%-ით იკლო. გასულ წელს შამპანურის გაყიდვები, საერთაშორისო მასშტაბით, 4,4%-ით შემცირდა. ამაში კი დამნაშავენი ევროპელები არიან, რადგან სულ უფრო ცოტა რაოდენობით შამპანურს მიირთმევენ. თუმცა, შარშან შექმნილი კრიზისული სიტუაცია ცოტათი განმუხტა ევროპის კავშირის ქვეყნებიდან შამპანურის ექსპორტმა. გასულ წელს შამპანურის გაყიდვებიდან მიღებულმა მოგებამ 5,86 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2012 წელს კი საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 308,8 მილიონი ბოთლით ნაკლები შამპანური გაიყიდა. ამის მიუხედავად, ფრანგული შამპანურის ექსპორტი გასულ წელს 3,2%-ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს - 61 მილიონ ბოთლს მიაღწია. CIVC-ის წარმომადგენელმა ტიბო ლე მალოკსმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში შამპანურზე ასეთი დიდი მოთხოვნა, როგორიც დღეს არის, ადრე არასოდეს დაფიქსირებულა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული