Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ეკვადორმა ალკოჰოლის გაყიდვა შეზღუდა

ეკვადორის ხელისუფლებამ ალკოჰოლის გაყიდვაზე შეზღუდვები დააწესა. ამ ნაბიჯისკენ მთავრობას ძალადობის მზარდმა კოეფიციენტმა უბიძგა, რომლის თანახმადაც ჩადენილი დანაშაულის 10% ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადამიანებზე მოდის. იმ დაწესებულებებში, სადაც ტურისტები ჭარბობენ (გასართობი ცენტრები, დისკოთეკები, რესტორნები, კაფე-ბარები, ღამის კლუბები, საბილიარდოები და კარაოკე ბარები), ალკოჰოლი სამუშაო დღეებში შუაღამემდე, ხოლო უქმეებში – შუაღამის 2 საათამდე გაიყიდება. ჩვეულებრივ მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებში ალკოჰოლი კვირის გარდა ყოველდღე, საღამოს 10 საათამდე გაიყიდება. ალკოჰოლის გაყიდვა აიკრძალა ბენზინგასამართ სადგურებზე, ტექნიკური მომსახურების ცენტრებში, აგრეთვე მასობრივი ღონისძიებების მსვლელობისას.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

არქივი

თებერვალი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728291234