Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ონისე უგრეხელიძე, ოყურეშის მარანი, მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (54)

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

2015 წელს გადავწყვიტეთ ჩამოგვესხა ღვინო ბოთლებში. მანამდე ღვინოს შიდა საოჯახო მოხმარებისთვის ვამზადებდით, მაგრამ რომ გაიზარდა მოთხოვნა ხარისხიან და კარგ ღვინოზე, ჩვენც გადავწყვიტეთ ჩამოსხმა და ბაზარზე გამოტანა.  

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

გაშენებული გვაქვს უსახელაურის და ცოლიკაურის ჯიშის ვაზები და ამ ეტაპზე სხვა ჯიშებზე ყურადღების გამახვილებას არ ვგეგმავთ.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

ჩვენ ვაწარმოებთ 2 სახის ღვინოს - უსახელაურს და სამანდარიოს ცოლიკაურს. ორივე გამოირჩევა თავისი განსაკუთრებულობით, იწარმოება შეზღუდული რაოდენობით და ორივე ნახევრადტკბილია.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

პირველად ჩვენი ღვინო შევიტანეთ „ღვინის გალერეაში“ (წინამძღვრიშვილის 39-ში) და გაგარინზე მდებარე ღვინის მაღაზიაში.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

ვცდილობთ გავიტანოთ უცხოეთის ბაზარზე, მაგრამ ჯერ-ჯერობით დიდი წარმატებები არ გვაქვს.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

ჩვენი აზრით, სახელმწიფო მეტად უნდა უწყობდეს ხელს მცირე მეწარმეებს ქვეყნის გარეთ მათი ღვინის რეკლამირებასა და ექსპორტში; ამ ეტაპზე, ჩვენი ღვინის პოპულარიზაცია ქვეყნის გარეთ საერთოდ არ ხდება. სახელმწიფო არ გამოყოფს ამაზე არანაირ სახსრებს. ასევე არ ხდება ღვინის ხარისხის და ადგილწარმოშობის ღვინის რაოდენობის კონტროლი.

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ღვინის მრავალფეროვნებას და უნდა შეიზღუდოს ისეთი მასიური ჯიშების გაშენება, როგორიცაა რქაწითელი და ა.შ. უნდა გადავიდეთ ძველი უნიკალური ჯიშების აღდგენაზე-წარმოებაზე. ქართული ღვინის ძველთაგანვე არსებული მრავალფეროვნება უნდა გახდეს ჩვენი ღვინის კულტურის განვითარების მთავარი ფაქტორი.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

აქცენტირება გააკეთონ იშვიათ ჯიშების ვენახისა და ღვინის წარმოებაზე.

მარნის დასახელება: შპს ოყურეშის მარანი

მარნის მისამართი: ლეჩხუმი, ცაგერის რაიონი, სოფ. ოყურეში

ტელეფონი: +995 599244141; +995 591548445

ელფოსტა: okureshismarani@yahoo.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი: Okureshi Wine-cellar

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული