ცნობილი ამერიკელი მილიარდერი – დონალდ ტრამპი, რომელიც სხვადასხვა საქმიანობითაა გატაცებული - იქნება ეს ცათამბჯენების მშენებლობა, სასტუმროებისა და გოლფ-კლუბების მოწყობა, ტელეწამყვანობა, მწერლობა თუ ვიტამინების გაყიდვა, ამჯერად ახალი სფეროთი - მეღვინეობით დაინტერესდა.
ტრამპმა ცნობილი მილიარდერის – ჯონ კლუჯის ყოფილი მეუღლისგან ღვინის მეურნეობა - ვირჯინიის შტატში მდებარე 314 ჰექტარი ვენახი შეიძინა. მეურნეობა აშშ-ს მთელ აღმოსავლეთ სანაპიროზე საუკეთესოდ არის მიჩნეული. ტრამპმა აღიარა, რომ ეს გარიგება არა იმდენად ღვინის სიყვარულით, არამედ უძრავ ქონებაში ფულის დაბანდებით არის გამოწვეული – მან ხომ სულ რაღაც 6,2 მილიონ დოლარად ჩაიგდო ხელში მიწა, რომელიც ეკონომიკურ კრიზისამდე დაახლოებით ათჯერ ძვირად იყო შეფასებული. ამავე დროს, ტრამპმა განაცხადა, რომ არ აპირებს ძველი მეპატრონის ჩამოშორებას მეღვინის საქმიანობიდან, ვინაიდან – “მას შესანიშნავად ესმის ღვინო, მე კი – არა.”
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი