Home
ქართული | English
ივნისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მეღვინეობა ართანა - მცირე მარნების ანთოლოგია (93)

- როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

- ჩემი დიდ პაპას - დიმიტრი რჩეულიშვილს - კახეთში, სოფელ ვაზისუბანში ვენახები ჰქონდა. მოგვიანებით, დედამ სოფელ ართანაში იყიდა ვენახები, რომლის მოვლაც შვილებმა დავიწყეთ. ნელ-ნელა ვენახების მოვლა და ღვინის დაყენება საქმედ გადაიქცა. ასე შეიქმნა „მეღვინეობა ართანა“.

-  რომელი ვაზის ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

- ამ ეტაპზე გაშენებული გვაქვს საფერავი და რქაწითელი. სამომავლოდ ვგეგმავთ ვარდისფერი რქაწითელის, თავკვერის და ქისის გაშენებას.
- რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

- ვაწარმოებთ, როგორც ღვინოს, ასევე სპირტიან სასმელებს. გვაქვს საფერავი, ქისი, თავკვერი, რქაწითელი, ვარდისფერი რქაწითელი და კახური მწვანე. ასევე, სამი სახეობის ჭაჭა - საფერავი, რქაწითელი და ქისი. ამავე დროს, ვაწარმოებთ სასმელ „მარო“-ს, რომელიც ღვინის სპირტისგაან მზადდება. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ კიდევ სხვა სპირტიანი სასმელების წარმოებას.

-  გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

- საქართველოში ბუნებრივი ღვინის და არამხოლოდ ბუნებრივი მიმართულების ბევრ მაღაზიასთან, ბართან და რესტორანთან გვიმუშავია. გამოცდილება სხვადასხვანაირი გვაქვს, როგორც კარგი ასევე ცუდი.
- გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

- ჩვენი ღვინო გადის ამერიკის, გერმანიის, იტალიის, პორტუგალიის, ჩინეთის, იაპონიის ბაზრებზე. მომავალში ვგეგმავთ უფრო აქტიურად დავიმკვიდროთ ევროპის ბაზარზე თავი.

- რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

- მეტი ხელშეწყობა სჭირდება და მეტი დაფასება ამ საქმეს. ძალიან შრომატევადი და ძვირფასი საქმეა. საქართველოში, სამწუხაროდ, ნაკლებად აფასებენ მეღვინეობას, ვიდრე საზღვრებს გარეთ, მაგრამ ყველაფერს დრო სჭირდება და იმედი გვაქვს, მალე ბევრად შეიცვლება  და დაფასდება ეს სფერო.

- თქვენი აზრით. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

- ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი დაფასება, ხელშეწობა და განათლებაა.


- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

- შრომით, საქმის სიყვარულით და ერთგულებით ყველა საქმე, მით უფრო მევენახეობა/მეღვინეობასა და სხვა სამეურნეო საქმიანობაში წარმატების/მიზნის მიღწევა ადვილია.
მარნის მისამართი: სოფელი ართანა
ტელეფონი: 577555130
ელფოსტა: anastasia@artanawines.com
ვებ/ფეისბუქ გვერდი: www.artanawines.com

https://www.facebook.com/artanawines

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული