Home
ქართული | English
ივლისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“დარწმუნებული ვარ, რომ მოვახერხებთ ქართულ ღვინოს ახალი იმპულსი მივცეთ” - რიკარდო კოტარელა ქართულ-იტალიური ახალი პროექტის შესახებ

Riccardo Cotarella ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიელი ღვინის ექსპერტი და მწარმოებელია, არის Cotarella & Chiasso-სა და Vivai Rauscedo-ს დამფუძნებელი, ასევე იტალიის სომელიეთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი. როგორც Cotarella & Chiasso-ს გვერდზე ვკითხულობთ, ქართველ მეღვინეებთან თანამშრომლობით ახალ პროექტს აანონსებენ, რომელსაც სწორედ კოტარელა, ხელმძღვანელი Pier Paolo Chiasso და მათი მეღვინეთა გუნდი ჩაუდგება სათავეში ორ ქართველ მეწარმესთან, ბაჩო ბუღდიაშვილთან და ვატო ოთხმეზურთან ერთად. პროექტი ტერუარის ტიპურ ყურძენზე სხვადასხვა ექსპერიმენტების ჩატარებას მოიცავს. უმთავრესი ჯიშებია საფერავი და რქაწითელი, თუმცა იმუშავებენ მწვანეზე, ხიხვზე, ალექსანდრულზე, მუჯურეთულსა და ოჯალეშზე. პროექტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლიბით განხორციელდება. 

ახალი ნარგავები თბილისიდან 40 კმ-ში, ხაშმის ზონაში მდებარეობს, სადაც ვენახების გარდა თანამედროვე ღვინის საწარმოც აშენდება. ვაზი 10 ჰექტარზე უკვე დარგულია, მას კი მომავალში 100 ჰექტრიანი ვენახებიც მოჰყვება. ვაზის კალმები Cooperativa Vivai Rauscedo-ს მიერ არის შერჩეული: “ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ჩავერთო პროექტში, რომელიც მაკავშირებს მევენახეობის სამშობლოსთან, საქართველოსთან, და მის მწარმოებლებთან. ჩემი კარიერის ამდენი წლის განმავლობაში არასოდეს მიცდია ამ საოცარ ქვეყანაში მემუშავა, ახლა კი მაქვს შესაძლებობა ვიმუშაო ქართულ ვაზთან, შევეჭიდო დაბრკოლებებს, ჩავატარო კვლევები. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს კოლაბორანტებთან ერთად  მოვახერხებთ, ქართულ ღვინოს ახალი იმპულსი მივცეთ. მიზანი სწორედ ისაა, რომ ქართულმა ღვინოებმა მეტ წარმატებას მიაღწიონ. ჩვენ ნამდვილად მივალთ მიზნამდე, რადგან ცოდნა და ღვინის მიმართ ძალიან დიდი სიყვარული გვაქვს. თავიდან ნახევარი მილიონი ბოთლის წარმოებით დავიწყებთ, წითელი, თეთრი და ცქრიალა ღვინოებით, პირველი მოსავალი 2024 წელს იქნება, თუმცა უკვე ვმუშაობთ ახალი ვენახებისა და ვაზის კალმების დარგვის სხვა პროექტზეც, ასევე იმაზეც, რომ საწარმო ავაშენოთ” - განმარტავს კოტარელა. ვრცლად გაეცაინით Wine News-ის გვერდზე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული