Home
ქართული | English
ივლისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ღვინის ფესტივალი 2025 — ღონისძიების პროგრამა

ახალი ღვინის ფესტივალი წელს 10 მაისს, კვლავ მთაწმინდის პარკში გაიმართება. ფესტივალის სპონსორია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო, საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საიტი „მარანი“ (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, ღვინის მაღაზიათა ქსელი “8000 მოსავალი“, ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს ღვინის კლუბი.

ფესტივალი 11:00სთ-ზე გაიხსნება და სტუმრებს 18:00სთ-მდე უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ ახალი ღვინის ფესტივალს, მწარმოებლების გარდა, ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები, ღვინის მწერლები, ღვინის ბარ-რესტორნები და მოყვარულებიც დაესწრებიან.

ფესტივალში მონაწილე კომპანიები არიან: ღვინის კომპანიები (71), ღვინის სექტორთან დაკავშირებული კომპანიები (2) და მცირე მეწარმეები (11). გარდა ამისა, დასრულდა ოჯახური მარნების შერჩევის პროცესი, ფესტივალზე 84 საოჯახო მარანი გაგვასინჯებს ახალ ღვინოს. სულ ფესტივალის 168 მონაწილეა.

ფესტივალის კარი ყველა სტუმრისთვის ღიაა. ფესტივალის წლევანდელი პროგრამა კი ასეთია:

11:00    ფესტივალის დასაწყისი

12:00    ფესტივალის საზეიმოდ გახსნა, ქვევრის გახსნა მრავალჟამიერის თანხლებით

12:30    მუსიკა: ნალი ბენდი (ცენტრალური მოედანი, სცენა)

13:10    ღვინის გათამაშება (ცენტრალური მოედანი, სცენა)

13:15    ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილე ოჯახური მარნების დაჯილდოება

13:30    მუსიკა: ნალი ბენდი (ცენტრალური მოედანი, სცენა)

14:10    ღვინის გათამაშება (ცენტრალური მოედანი, სცენა)

14:30    მუსიკა: ნალი ბენდი (ცენტრალური მოედანი, სცენა)

15:10    ღვინის გათამაშება (ცენტრალური მოედანი, სცენა)

15:15    ღვინის კლუბის ჯილდო „ელიბო“-ს საზეიმო გადაცემა ღვინის კომპანიებისთვის

15:30    მუსიკა: ნალი ბენდი (ცენტრალური მოედანი, სცენა)

16:10    ღვინის გათამაშება (ცენტრალური მოედანი, სცენა)

18:00    ფესტივალის დახურვა

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული