Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ბურბონის გასაჭირი

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც ამიერიდან ნებისმიერ ვისკის შეიძლება ეწოდოს ,,ბურბონი”. ამ ინფორმაციამ ფრიად შეშფოთა ბურბონის მწარმოებლები კენტუკის შტატიდან - ისინი თვლიან, რომ ასე სასმელი ინდივიდუალობას დაკარგავს. Kentucky Distillers ასოციაციის პრეზიდენტი ერიკა გრეგორი აცხადებს, რომ მთავრობის ეს ინიციატივა პროდუქციის წარმოების ნაციონალურ სტანდარტებს სასიკეთოდ არ წაადგება. უნიკალური და დამახასიათებელი გემოთი გამორჩეული ბურბონის სახელი ახლა უკვე ყველა შტატში ჩამოსხმულ სხვადასხვა ალკოჰოლურ სასმელს შეიძლება დაერქვას, რომელთაც ნამდვილ, საუკუნეების ისტორიის მქონე ბურბონთან საერთო არაფერი ექნებათ. დღესდღეობით ბურბონის 95% კენტუკის შტატში ისხმება. სწორედ აქ იწარმოება მთელ მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული ბრენდები: Jim Beam, Maker’s Mark, Wild Turkey, Woodford Reserve.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

არქივი

თებერვალი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728291234