Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბრიტანელთა ნახევარი სამამულო ღვინოს არ სვამს

ბრიტანელთა ალკოჰოლისადმი დამოკიდებულების სავალალო სტატისტიკის კვალდაკვალ ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა კვლევებმა ცხადყო, რომ ბრიტანეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტს არასოდეს გაუსინჯავს ადგილობრივი წარმოების ღვინო. 2000 გამოკითხული ადამიანიდან 54%-მა განაცხადა, რომ ბრიტანული ღვინის გემოც კი არ იცის. მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეები სხვა ქვეყნებში ტურისტული მოგზაურობებისას ხშირად სტუმრობენ ღვინის მეურნეობებსა და მარნებს, მაშინ, როცა მათი მხოლოდ 11% თუ ეწვევა ვიზიტად საკუთარ სამშობლოში არსებულ მარნებს. არადა, ინგლისსა და უელსში საერთო ჯამში 400-ზე მეტი ვენახია.

დღესდღეობით დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ღვინის ყველაზე მსხვილი იმპორტიორია – ქვეყანაში ყოველწლიურად დაახლოებით 1,3 მილიარდი ლიტრი ღვინო შედის, რაც თანხობრივად 7,6 მილიარდ გირვანქა სტერლინგს უტოლდება.

ინგლისელ მეღვინეთა ასოციაციის წარმომადგენელი ჯულია ტრუსტრემ ივი აცხადებს, რომ მისი აზრით, ბრიტანელებს იქნებ ეაქტიურათ კიდეც მშობლიური ღვინის დაფასებისას, მეტი წარმოდგენა რომ ჰქონდეთ მასზე. ,,საჭიროა, უფრო  მეტი მოვუთხროთ ბრიტანელებს სამამულო ღვინის შესახებ” – დაასკვნა ივმა. მისივე თქმით, ბრიტანული ღვინოები უმაღლესი ხარისხისაა, სხვა შემთხვევაში ღვინო Denbies Chalk Ridge Rose 2010  ვერ დაჯაბნიდა 21 ქვეყნის კონკურენტ ღვინოებს  და საერთაშორისო პრესტიჟული კონკურსის -  International Wine Challenge-ის გამარჯვებული ვერ გახდებოდა.

საინტერესოა, რომ გამოკითხულ ბრიტანელთა უმრავლესობამ ადგილობრივი ღვინისადმი უნდობლობისა და გულგრილობის ერთ-ერთ ფაქტორად ქვეყნის კლიმატი დაასახელა, მაგრამ ის კი არ გახსენებიათ, რომ სახელგანთქმული ფრანგული ღვინოების დიდი წილი სწორედ ბრიტანეთთან ახლომდებარე და კლიმატით თითქმის იდენტურ ფრანგულ რეგიონებში იწარმოება.

© ღვინი კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული