Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Millésime Bio 2013

2013 წლის 28-30 იანვარს საფრანგეთში, მონპელიეს საგამოფენო ცენტრში გაიმართება ბიოღვინოების რიგით მეოცე გამოფენა Millésime Bio. გამოფენა, რომელიც წლების განმავლობაში საფრანგეთის მევენახეობის ყველაზე დიდი რეგიონის - ლანგედოკ-რუსიიონის შუაგულში იმართება, ბიოლოგიური მეღვინეობის მიმართულების ნამდვილ ცენტრად გადაიქცა. XX გამოფენაზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 700 მონაწილეს, ღვინის 900-მდე ნიმუშსა და დაახლოებით 3 500 სტუმარს ელიან. ეს წარმატება იმის მანიშნებელია, რომ ბიოღვინისადმი და, ზოგადად, ბიოპროდუქტებისადმი ინტერესი დღითიდღე უფრო იზრდება. გამოფენაზე ბიოღვინის სერთიფიცირებული მწარმოებლები ევროპის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, აფრიკის 11 ქვეყნიდან იქნებიან წარმოდგენილნი. გარდა მწარმოებლებისა, გამოფენას, როგორც ყოველთვის, დაესწრებიან აგრეთვე ნეგოციანტები, სომელიეები, იმპორტიორები და სხვ. მომავალ გამოფენაზე საზოგადოების წინაშე რამდენიმე ახალი მარნის წარდგენა იგეგემება, მათ შორისაა: ჩილეურიმარანიმაიპოს რეგიონიდან, ხუთი პორტუგალიური და ექვსი ავსტრიული მარანი. ძველ მონაწილეთა შორის ისევ იქნებიან სამხრეთაფრიკული Lazanou და Waverley Hills, შვეიცარიული Humbel,ეგვიპტური Egybev, კალიფორნიული Frey და ფრანგული, ესპანური თუ იტალიური მარნები. საიუბილეო, 20 წლისთავის აღსანიშნავად გამოფენის მონაწილეებისა და სტუმრებისთვის საპატიო მიღება მოეწყობა, რომლის დროსაც კონკურს Challenge Millésime Bio-2013-ის ჟიურის თავმჯდომარე მიკაელ აპშტეინი და კომპანია Sudvinbio-ს პრეზიდენტი ტიერი ჟულიენი გამარჯვებულებს ოქროს მედლებს გადასცემენ. გამოფენის მსვლელობისას გაიმართება აგრეთვე სააგენტო Agence Bio-ს მიერ ორგანიზებული ე.წ. მრგვალი მაგიდა, რომლის მონაწილეებიც ევროპული მეღვინეობის პრობლემებზე იმსჯელებენ; სპეციალური კონფერენცია მიეძღვნება ბიოღვინის ბაზრისა და ახალი ევროპული კანონმდებლობის საკითხებს; საერთაშორისო საქმიანი ფორუმის მსვლელობისას დაგეგმილია დეგუსტაციის მოწყობა და ა.შ. 2012 წელს გამართულ გამოფენაზე 13 ქვეყნის 588 მწარმოებელი იღებდა მონაწილეობას, პროფესიონალ ექსპერტთა რაოდენობამ კი 3 300-ს გადააჭარბა. ექსპერტთა 16,7% ბენილუქსის ქვეყნებიდან, 13% გერმანიიდან, 12,5% ჩრდილოეთ ამერიკიდან, 11,5% კი სკანდინავიის ქვეყნებიდან იყო წარმოდგენილი. რაც შეეხება ბიოღვინის ბაზარს, აქ მოვლენები საინტერესოდ ვითარდება. 2010 წლის მონაცემებით, საფრანგეთში ბიოღვინის წარმოებისთვის 50 268 ჰექტარზე გაშენებული ვენახები იყო განკუთვნილი, 2011 წელს კი ტერიტორიის ფართობი 21%-ით გაიზარდა და 61 055 ჰექტარი შეადგინა. საერთო ჯამში, უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ბიოღვინის მწარმოებელი კომპანიების კუთვნილი ვენახების ფართობი სამჯერ გაიზარდა. ამ მიმართულებით ლიდერობენ საფრანგეთის რეგიონები: ლანგედოკ-რუსიიონი (19 907 ჰა + 21% წლიურად), პროვანს-კოტ დ’აჟური (13 788 ჰა + 23% წლიურად) და აკვიტანია (9 498 ჰა + 23% წლიურად). ბიოღვინის წარმოების რეიტინგში, მსოფლიო მასშტაბით, საფრანგეთი მეორე ადგილზეა ესპანეთის შემდეგ. სტატისტიკის მიხედვით, სამიდან ერთი ფრანგი რეგულარულად სვამს ბიოღვინოს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული