Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩვენებური ღვინის ევროპული წახნაგები

 

მალხაზ ხარბედია

ჩვენებური ღვინის ევროპული წახნაგები

ქართული ღვინის მეორე ეროვნული კონკურსის ფონზე

1886 წლის იანვრის ერთ ნომერში "ივერია" წერდა: "ვისაც კი სიღნაღისათვის, შორი ახლოდამ მაინც, თვალი დაუკრავს, მან კარგად იცის, რომ სიღნაღს ერთი უმგზავსთაგანი მდებარეობა აქვს. საშინელი ოღროჩოღრო ქუჩები, აღმართ-დაღმართები, უალაგო ალაგას ერთმანეთზე მიყრილი სახლები, ხევ-ხრამები თითქმის ყველა უბანში და უწყლობა". 130 წლის შემდეგ, როგორც ჩანს, "უმგზავს" მდებარეობასაც ეშველა და უფრო მეტიც, სიღნაღი ერთ-ერთ უპირველეს სავაჭრო და ტურისტულ ცენტრად იქცა (თუ აქციეს) აღმოსავლეთ საქართველოში. 19- საუკუნეში აქაური ბაზრისთვის მალაკნებს კარტოფილი, ხახვი და კომბოსტო ჩამოჰქონდათ "პოვოსკებით", ლეკები კი პურითა და ქერით დატვირთულები ჩამოდიოდნენ. შესაბამისად, მთავარი მოვლენა დაბაში ბაზრობა იყო. დღეს კი სიღნაღში უკვე ღვინის საერთაშორისო კონკურსის ჩატარებაც გახდა შესაძლებელი, ქალაქისკენ მიემართებიან ტურისტების კოლონები, იმეილებზე კი ლამის ყოველ კვირას მოგვდის .. "სპამები", სადაც სიღნაღში ექსკურსიებს გვთავაზობენ სახელდახელოდ შექმნილი ტურისტული ფირმები.

       წელს, მაისის პირველ რიცხვებში სიღნაღი ღვინის ზეიმს მასპინძლობდა. აქ ქართული ღვინის მეორე ეროვნული კონკურსი გაიმართა -  საქართველო ღვინის სამშობლო”.

ეს კონკურსი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და ღვინის ისტორიის ფონდთან ერთად უკვე მეორედ ჩაატარა (ამჯერად სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში), სადაც მონაწილეობას 27 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია იღებდა შემდეგ ნომინაციებში: თეთრი მშრალი დავარგებული ღვინო, თეთრი მშრალი ღვინო დავარგების გარეშე, თეთრი ღვინო დურდოზე დადუღებულიტრადიციული, თეთრი ნახევრადმშრალი ღვინო, თეთრი ნახევრადტკბილი ღვინო, წითელი მშრალი დავარგებული ღვინო, წითელი მშრალი ღვინო დავარგების გარეშე, წითელი ნახევრადმშრალი ღვინო, წითელი ნახევრადტკბილი ღვინო, ჭაჭა და ცქრიალა ღვინო.

კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ ღვინის მწარმოებელი კომპანიები: შპსასკანელი ძმები“, სსთელავის ღვინის მარანი”, შპსღვინის კომპანია შუმი“, სსთელიანი ველი”, კომპანია ტარო ბვი ინვესტმენ ინკის წარმომადგენლობა საქართველოში, შპსრაჭული ღვინო”, შპსვაინმენი“, შპსტბილისსკი ვინნი პოგრებ”, სსთბილღვინო”, სსბაგრატიონი 1882”, შპსკახური ტრადიციული მეღვინეობა”, შპსქინძმარაულის მარანი”, შპსვაზი +”, სსკორპორაცია ქინძმარაული”, შპსკახეთი-”, შპსკონჭო და კომპანია”, შპსბადაგონი”, შპსდუგლაძეების ღვინოების კომპანია”, შპსტფილისის მარანი”, შპსალავერდი”, შპსქართული ღვინისა და აკოჰოლური სასმელების კომპანია” GWS, შპსკორპორაცია ქართული ღვინო”, შპსლიბერი”, შპსწინანდლის ძველი მარანიმილდიანი”, შპსვინოტერა”, შპსალექსანდრეული”, შპსკომპანია ბესინი”.

     საკონკურსო დეგუსტაცია 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დეგუსტაცია ბრმა მეთოდით ჩატარდა (ბოთლები ფოლგით იყო შეხვეული, რამე ცნობადი, განსაკუთრებული ფორმის ბოთლის შემდხვევაში, ღვინის დეკანტირება ხდებოდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დეკანტირებული ღვინო ალბათ უფრო მომგებიან პირობებში აგრძელებდა კონკურსში მონაწილეობას) და საუკეთესო ქართული ღვინოების გამოვლენა ცნობილი ღვინის ექსპერტებით დაკომპლექტებულ ჟიურის დაეკისრა.

ტომ კანავანი (ჟიურის თავმჯდომარე, დიდი ბრიტანეთი) – 1994 წლიდან მოყოლებული რეგულარულად მონაწილეობს ღვინის საერთაშორისო კონკურსებში, როგორც ჟიურის წევრი. მისი სტატიები იბეჭდება ადგილობრივ და საერთაშორისო პრესაში. მან დაარსა ღვინის შესახებ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვებ-გვერდი: www.wine-pages.com. რეგულარულად მიჰყავს ტელე და რადიო გადაცემები, მათ შორის ბი-ბი-სი-ზე.

ნატაშა ჰიუზი  (დიდი ბრიტანეთი) - პროფესიული გაერთიანებაღვინის მწერალთა წრის (Sircle of Wine Writers)” მდივანი. ჟურნალ Decanter-ის რედაქტორის მოადგილე. წერს ჟურნალებისთვის: Wine & Spirit, Delicious, Traveler, Metro, "Off  License News". ყოველწლიური მეგზურისთვის Square Meal's რესტორნების მიმოხილვას აკეთებს.                                                          

სარა ჯეინ ევანსი  (დიდი ბრიტანეთი) - ღვინის მწერალი, რეპორტიორი და ღვინის მაგისტრი. BBC Good Food ჟურნალის რედაქტორი ღვინის დარგში. რობერტ მონდავის მეღვინეობის პრიზის მფლობელი (Robert Mondavi Winery prize). საერთაშორისო ღვინის გამოფენებში უფროსი ჟიურის სტატუსით მონაწილეობს. ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას ღონისძიება დეკანტერში (the Decanter) - საერთაშორისო სომელიეების დაჯილდოებაში. იგიFood's Great Food Live-ის რეგულარული სტუმარია და მონაწილეობს რადიო ბი-ბი-სი-ის 4 პროგრამაში.

კარო მაურერი  - (გერმანია) 20 წელზე მეტია მუშაობს ჟურნალისტად. 10 წელია არის ყოველდღიური გაზეთის General-Anzeiger-ის რედაქტორი, სადაც ამზადებს ღვინისა და საკვები პროდუქტების განყოფილებასა და ყოველკვირეული ღვინის სვეტს.

კრის ვან დე სომპელი (ბელგია) -  ღვინის დამოუკიდებელი კონსულტანტი. საკვები პროდუქტებისა და ღვინის აკადემიის თანამშრომელი (ბრიუსელი). ასწავლის ღვინის რამოდენიმე ინსტიტუტში. დამოუკიდებელი ჟურნალისტი ღვინის ჟურნალში Le Soir. ბრიუსელის ღვინის გამოფენის ორგანიზატორი Brussels Wine Expo 2004 ( Exposium – Paris).

ნუგზარ ქსოვრელი (საქართველო) _ ინჟინერ-ტექნოლოგი. სამუშაო გამოცდილება: საქართველოს საპატენტო უწყება საქპატენტი - ექსპერტი. მებაღე-მევენახეობისა და მეღვინეობის საქართველოს სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. კორპორაციაქინძმარაულისმთავარი მეღვინე. GTZ-ის ღვინის პროექტის ნაციონალური კოორდინატორი; შპსღვინის ლაბორატორიისდირექტორი.

დაწესებული იყო ღვინის შეფასების 10 ქულიანი სისტემა, სხდომებს ჟიურის 6 წევრის გარდა სავაჭრო პალატის წარმომადგენელიც ესწრებოდა, რომელიც ჟიურის წევრთა დახასიათებებსა და ქულებს ინიშნავდა. ქულებსა და შენიშვნებს ინიშნავდა ჟიურის თავმჯდომარეც. დადგინდა სამი ძირითადი პრემია: დიპლომი, ვერცხლი, ოქრო. ჯილდოს ან დიპლომის მისაღებად მეტნაკლებად კომისიის ყველა წევრი უნდა შეტანხმებულიყო. ჟიურის წევრები რიგის მიხედვით არ ახასიათებდნენ ღვინოს, რათა გავლენა არ მოეხდინა ერთ რომელიმე წევრს. ყოველი ღვინის აღწერას და შესაფებას ჟიურის სხვადასხვა წევრი იწყებდა. თუკი დაჯამებისას გამოირკვეოდა, რომ ამათუიმ ღვინოს პრეტენზია აქვს მედალზე, ხოლო ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა ძალიან დაბალი ქულა დაუწერა, იგი ვალდებული ხდებოდა დაესაბუთებინა გადაწყვეტილება ან სულაც გადაესინჯა თავისი აზრი. ჟიურის თავმჯდომარე გადამწყვეტ მომენტში 2 ხმის უფლებით სარგებლობდა.

როგორც ჟიურის წევრმა, ნუგზარ ქსოვრელმა გვითხრა, კონკურსმა აბსოლუტურად დემოკრატიულ პირობებში ჩაიარა, პირველ რიგში კი იმიტომ, რომ ვერც ერთი უცხოელი ექსპერტი ვერ ცნობდა ღვინოს (როცა საუბარი 200-300 ღვინოზეა, გამოცდილი ქართველი ექსპერტისთვისაც კი წარმოუდგენელია ნიმუშის ამოცნობა). დეგუსტაცია დილის 10 საათზე იწყებოდა და საღამომდე გრძელდებოდა.

ყველაზე მთავარი ის გახლდათ, რომ ამ კონკურსმა ცხადად აჩვენა ქართველ მომხმარებელს, თუ რომელ ღვინოებს ანიჭებენ უპირატესობას ევროპელები. მართალია ეს არ ეხება კახური ტიპის ტრადიციულ და ნახევრადტკბილ ღვინოებს, თუმცა მშრალ დავარგებულ თუ დაუვარგებელ თეთრსა და წითელ ღვინოების შემთხვევაში ჟიურის უცხოელი წევრების გემოვნება ის ნორმატივი აღმოჩნდა, რომელიც ქართველმა ღვინის მეწარმეებმა უნდა ჩააბარონ დასავლურ ბაზარზე გასასვლელად. გასაგებია, რომ დასავლეთმა უარი არ უნდა გვათქმევინოს ტრადიციულ ღვინოზე და .. "კახური" არ უნდა გავცვალოთ ევროპელისთვის ნაცნობ გემოზე. თუმცა ისიც ნათელია, რომ კლასიკური (ევროპული) ტიპის ღვინოზე როცა მიდგება საქმე, ბრიტანელების, ბელგიელებისა და გერმანელი ექსპერტების აზრი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

     თავიდან მომეჩვენა, რომ ზოგიერთ ნომინაციაში საფასო კატეგორიების აღრევაც შეინიშნებოდა, სადაც ერთ რიგში გადიოდა "ქინძმარაულის მარნის" "ხიხვი" (23 ლარად), "ბადაგონის" "კახური წარჩინებული" (33 ლარად) და "თბილღვინოს" ბახუსი (4.20 თეთრად). ეს აღრევა ყველაზე აშკარა თეთრი მშრალი ღვინოების კატეგორიაში იყო, დავარგების გარეშე ღვინოებს შორის, თუმცა სხვა კატეგორიებშიც ჩანდა ამგვარი შეუსამობები. როცა ჩემი დაკვირვება ნუგზარ ქსოვრელს გავუზიარე, და ვკითხე თუ რამდენად გამართლებული იყო ასეთი განსხვავებული ფასის ღვინოების ერთ კონკურსში გაყვანა, მან მიპასუხა: "მემგონი გამართლებული იყო, ჩვენთან ფასთა კატეგორიები გაურკვეველი კრიტერიუმებით ყალიბდება. მხოლოდ ვიღაცის შეხედულების მიხედვით და არა რაიმე კონკრეტული კრიტერიუმებით. უბრალოდ, საწარმო ან მეპატრონე თვლის, რომ ეს ღვინო ამ კონკრეტულ ფასთა სეგმენტში უნდა გავიდეს და მორჩა. უფრო მეტიც, 60% საწარმოების, ადგილწარმოშობის ღვინოსაც ეგრე ალაგებს. ანუ უკვე მზა ღვინოს სინჯავს და ანაწილებს აპელასიონების მიხედვით. დასავლეთში ფასები მყარი კრიტერიუმებით განისაზღვრება, ჩვენთან არა, ამიტომ სწორი იყო ის მიდგომა, რომელიც მხოლოდ ტიპების მიხედვით ანაწილებდა ღვინოებს." ნუგზართან დათანხმება მეც მომიწია, რადგან თავადაც არაერთხელ დავრწმუბენულვარ თუ რამდენად უმნიშვნელო განსხვავებაა ზოგიერთ 40 ლარიან და 6 ლარიან ქართულ ღვინოს შორის და ხშირად პირიქითაც ხდება ხოლმე, როცა იაფიანი სჯობნის ძვირფასს. დიდ ბრიტანეთში Decanter World Wine Awards-ზე სულ ხუთი საფასო ჯგუფია გამოყოფილი - 4.99 ფუნტამდე, 5-დან 6.99-მდე, 7-9.99, 10-19.99 და£20 ფუნტი და ზემოთ., ჩვენტან კი სამწუხაროდ ჯერ 2 საფასო კატეგორიის შექმნაც კი ვერ ხერხდება.

     კონკურსმა კიდევ ერთი ტენდენცია აჩვენ, კერძოდ ის, რომ წითელი დაუვარგებელი ღვინოების ჯგუფი ძალზე მცირერიცხოვანია და გემური თვისებებით საერთოდ არ შეესაბამება თავის კატეგორიას. უცხოელი ჟიურის წევრები ამ კატეგორიაში უფრო მეტად ცოცხალ, ხილის არომატებიან, ნაკლები ფენოლებით დატვირთულ ღვინოს ელოდნენ, თუმცა საქართველოში ძნელი მოსაძებნი აღმოჩნდა მსუბუქი წითელი ღვინო. არადა ეს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან .. ღვინის ტურისტს პირველ რიგში ქართული ღვინის ჯიშური თავისებურებები აინტერებს და ისეთ ღვინოს არასდროს შეიძენს, სადაც ეს ჯიშურობა ნაკლებად ჩანს, მაგალითად დავარგებულ ღვინოში.

ნუგზარს ვკითხეთ კახური ტიპის თეთრი მშრალი ღვინოების შესახებაც, იმაზე, თუ რამდენად იყვნენ მომზადებული ევროპელი ექსპერტები მათთვის სრულიად უცხო და მიუღებელი გემოსთვის: "ეს იყო ერთად-ერთი კატეგორია, სადაც ყველაზე მეტი ვილაპარაკე. კახურებს მხოლოდ ტომ კანავანი იცნობდა, თუმცა მაინც დიდი ხანი მიწევდა იმის ახსნა, რომ ეს არაა გაფუჭებული ღვინოები, რომ "კახური" სპეციფიური კატეგორიაა. სამწუხაროდ მსოფლიოში ძალიან შეზღუდული ბაზარი აქვს კახურს და ჟიურის ერთი-ორმა წევრმა ისიც თქვა, რომ კახურს შეუძლებელია თეთრი ღვინო ვუწოდოთ, ის რაღაც სხვა კატეგორიაში უნდა გავიდესო. უცხოელები გვირჩევენ, საერთოდ არ დავარქვათ კახურს თეთრი ღვინო. უცხოურ მარკეტში ამ ღვინით შესვლა თითქმის წარმოუდგენელია, თუმცა ნამდვილად აქვს აზრი კახურის სწორად გაპიარებას და აქ უკვე სახელმწიფოს შეუძლია დაეხმაროს ქართველ მეღვინეებს. ეს ისეთივე საინტერესო თემაა, როგორც საქართველო - ღვინის სამშობლო."

ცალკე საკითხი იყო ნახევრადტკბილი ღვინოების კატეგორია, რომელმაც ყველაზე ცხადად აჩვენა ევროპული გემოვნებისა და ქართული ტექნოლოგიის შეუთავსებლობა და ბევრი საინტერესო საკითხიც წამოჭრა. ჩემი აზრით, ქართული ნახევრადტკბილი (განსაკუთრებით წითელი) ღვინოების წარმოება გარკვეული თვალსაზრისით ჩიხშია შესული, იგი ერთ ადგილს ტკეპნის და მალე შესაძლოა სერიოზული განსჯის საგანიც გახდეს. ჩვენი გაზეთი, ერთ-ერთ მომავალ ნომერში მოზრდილ პუბლიკაციას შემოგთავაზებთ ამ თემაზე, მანამდე კი გეტყვით, რომ ყველა ჟიურის წევრი, თუ შეიძლება ასე ითქვას, "რუსეთის ხათრით" სინჯავდა ჩვენ ნახევრადტკბილ ღვინოებს.

ნუგზარ ქსოვრელი: "რუსეთის გამო ჩილემ, არგენტინამ, სამხრეთ აფრიკამ და სხვა ქვეყნებმა უკვე დაიწყეს ნახევრადტკბილი ღვინოების წარმოება. დიდი რაოდენობით ჩადის ღვინომასალები არგენტინიდან - რუსეთში და შემდეგ უკვე რუსეთში ამზადებენ ნახევრადტკბილ ღვინოებს. განსაკუთრებული შეფასება ჟიურის უცხოელი წევრების მხრიდან არც ერთ ნახევრადტკბილ ღვინოს არ მიუღია. უბრალოდ, არ აინტერესებთ ეს ღვინო და მორჩა. თეთრი ნახევრადტკბილი უფრო ახლობელი აღმოჩნდა, მაგალითად ტვიში, სადაც ცოლიკოურის სიმჟავე და სიტკბო ჰარმონიულად ერწყმის და უფრო ნაცნობია ევროპული გემოსთვის. სამაგიეროდ უცხო იყო წითელი ნახევრადკბილები, განსაკუთრებით კახურები, ქინძმარაული და ახაშენი, სადაც ერთი მხრივ ფენოლები, სხეული და მეორე მხრივ სიტკბო ვერანაირად ვერ თავსდება მათ გემოვნებაში. ნახევრადტკბილებში საკმაოდ კარგი ნიმუშები იყო და ძალიან ხშირად მიწევდა დასაბუთება თუ რატომ ვაძლევდი მაღალ შეფასებას ამათუიმ ღვინოს. ერთი სიტყვით, ეს არაა ღვინო, რითაც ევროპაში გავალთ. ნახევრადტკბილებისადმი ასეთმა დამოკიდებულებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ადგილწარმოშობის ნახევრადტკბილი ღვინოების, რომლებიც კარგა ხანია პიარდება როგორც დასახელებები, მშრალი ვარიანტებიც უნდა შევქმნათ. მითუმეტეს არც კანონი კრძალავს და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისიც იქნება ესეთი ღვინოები... სხვათა შორის, ხვანჭკარა უფრო მეტად მოეწონათ, უფრო ნაზია, არომატული, ნაკლები ტანინებით. ანუ კონცენტრირებულ, მძიმე ღვინოს ისინი ელოდებიან მშრალში და არა ნახევრადტკბილში."

2008 წლის კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ

ჭაჭა

დიპლომი 

ჭაჭა კლასიკიშპს ვაზი+

ყურძნის ჭაჭა 50% – კომპანია ტარო ბვი ინვესტმენტ ინკის წარმოდგენლობა საქართველოში

ჭაჭა განსაკუთრებულიშპს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია ჯვს

ჭაჭასს თელიანი ველი

ჭაჭა მუხაში დაძველებულისს თელიანი ველი

 

ვერცხლის მედალი

ჭაჭა ტარხუნაშპს ვაზი+

ჭაჭაშპს ტიფლისსკი ვინნი პოგრებ


ოქროს მედალი

ჭაჭა გოლდიშპს ვაზი+

 

ცქრიალა ღვინო

დიპლომი

ძველი თბილისი ცქრიალაშპს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია ჯვს

ბაგრატიონი წითელისს ბაგრატიონი 1882

თელიანი ველი ბრუტისს თელიანი ველი

 

თეთრი ღვინო

დიპლომები 

თეთრი ნახევრადტკბილი ღვინო

თამადა ტვიშიშპს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია ჯვს

მარანი ალაზნის ველისს თელავის ღვინის მარანი

ტვიშიშპს კახური ტრადიციული მეღვინეობა

 

თეთრი ნახევრადმშრალი ღვინო

მერანიშპს ტიფლისკი ვინნი პოგრებ

თბილისურისს თელიანი ველი


თეთრი მშრალი ღვინო დურდოზე დადუღებული - ტრადიციული

კახურიშპს კახეთი

 

თეთრი მშრალი ღვინო დავარგების გარეშე

მწვანე - შპს ქინძმარაულის მარანი

თამადა მწვანე - ჯვს

წინანდალიშპს კომპანია ბესინი

წინანდალისს თელიანი ველი

ცოლიკოურისს თელიანი ველი

წინანდალიშპს ღვინის კომპანია შუმი

მარანი მწვანესს თელავის ღვინის მარანი

მარანი კახეთი თეთრისს თელავის ღვინის მარანი

ვაზის ცრემლებიშპს კონჭო და კომპანია

რქაწითელიშპს კონჭო და კომპანია

რქაწითელიშპს კახეთი

 

თეთრი მშრალი დავარგებული ღვინო

წინანდალი - შპს ვაინ მენი

ასკანელი რქაწითელი - შპს ასკანელი ძმები

ასკანელი რქაწითელი მწვანე - შპს ასკანელი ძმები

მარანი წინანდალი თეთრისს თელავის ღვინის მარანი

წინანდალი საქართველოს ველებისს თბილღვინო

წინანდალისს თბილღვინო

თამადა წინანდალიშპს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია ჯვს

შარდონე რქაწითელითელიანი ველი

წინანდალიშპს ვინოტერა

 

ვერცხლის მედალი

თეთრი ნახევრადტკბილი ღვინო

ტვიშისს თბილღვინო

 

თეთრი ნახევრადმშრალი ღვინო

მარანი თბილისურისს თელავის ღვინის მარანი

 

თეთრი მშრალი ღვინო დურდოზე დადუღებული ტრადიციული

მწვანეშპს ვინოტერა

ქისიშპს ვინოტერა

 

თეთრი მშრალი ღვინო დავარგების გარეშე

ხიხვი - შპს ქინძმარაულის მარანი

ბახუსი - შპს თბილღვინო

მანავი - შპს ბადაგონი

რქაწითელი - შპს წინანდლის ძველი მარანი

 

თეთრი მშრალი დავარგებული ღვინო  

წინანდალიშპს კახეთი

სოვინიონ ბლან - სს თელიანი ველი

წინანდალი მუხაში - სს თელიანი ველი

 

ოქროს მედალი

თეთრი ნახევრადტკბილი ღვინო

ტვიშისს თელიანი ველი

 

თეთრი მშრალი ღვინო დურდოზე დადუღებული ტრადიციული

კახური სამეფოშპს ქინძმარაულის მარანი

 

თეთრი მშრალი ღვინო დავარგების გარეშე

კახური წარჩინებულიშპს ბადაგონი

 

თეთრი მშრალი დავარგებული ღვინო

მარანი კონდოლი - სს თელავის ღვინის მარანი

წინანდალი განსაკუთრებული მარაგი - სს თბიღვინო

 

წითელი ღვინო

დიპლომები

წითელი ნახევრადტკბილი ღვინო

ქინძმარაული საქართველო ველებისს თბილღვინო

ოჯალეში - სს თბილღვინო

ხვანჭკარა - საქართველოს ველებისს თბილღვინო

ქინძმარაულიშპს ასკანელი ძმები

ოჯალეშიშპს ტიფლისის მარანი

ახაშენიშპს ტიფლისის მარანი

ქინძმარაულიშპს კორპორაცია ქართული ღვინო

ქინძმარაულიშპს ბადაგონი

ხვანჭკარაშპს ბადაგონი

მარანი ხვანჭკარასს თელავის ღვინის მარანი

მარანი ქინძმარაულისს თელავის ღვინის მარანი

ქინძმარაულიშპს კორპორაცია ქინძმარაული

ოჯალეშიშპს კახური ტრადიციული მეღვინეობა

ყვარელის ველიშპს კახური ტრადიციული მეღვინეობა

 

წითელი ნახევრადმშრალი ღვინო

მარანი ფიროსმანიშპს თელავის ღვინის მარანი

ფიროსმანიშპს ალავერდი

 

წითელი მშრალი ღვინო დავარგების გარეშე

საფერავი საქართველოს ველებისს თბილღვინო

მუკუზანიშპს ტფილისის მარანი

შუმიშპს ღვინის კომპანია შუმი

კახური სამეფოშპს ქინძმარაულის მარანი

საფერავი/კაბერნეშპს ქინძმარაულის მარანი

ალავერდიშპს ალავერდი

საფერავიშპს წინანდლის ძველი მარანი

 

წითელი მშრალი დავარგებული ღვინო

მუკუზანიშპს ღვინის კომპანია შუმი

ყვარელიშპს კორპორაცია ქინძმარაული

მარანი მუკუზანისს თელავის ღვინის მარანი

კახური წარჩინებული წითელიშპს ბადაგონი

თამადა მუკუზანიშპს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია ჯვს

საფერავისს თელიანი ველი

კაბერნე/საფერავისს თელიანი ველი

საფერავი განსაკუთრებული მარაგისს თბილღვინო

მუკუზანიგანსაკუთრებული მარაგისს თბილღვინო

მუკუზანიშპს წინანდლის ძველი მარაგი

თელიანიშპს ალექსანდრეული

 

ვერცხლის მედალი

 

წითელი ნახევრადტკბილი ღვინო

 

ქინძმარაული ორიგინალიშპს ქინძმარაულის მარანი

ხვანჭკარაშპს ვაზი+

ქინძმარაულიშპს ვაინ მენი

ქინძმარაულიშპს ტფილისის მარანი

ძველი თბილისი ალაზანი წითელიშპს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია ჯვს

ქინძმარაულიშპს ალავერდი


წითელი ნახევრადმშრალი ღვინო

ყვარელის ველიშპს კახური ტრადიციული მეღვინეობა

 

წითელი მშრალი დავარგების გარეშე

საფერავისს თბილღვინო

თამადა საფერავიშპს ჯვს

საფერავიშპს ბადაგონი

მარანი საფერავისს თელავის ღვინის მარანი

საფერავიშპს ღვინის კომპანია შუმი

საფერავიშპს კონჭო და კომპანია

ჩაკრულო წითელი ოქროშპს კახური ტრადიციული მეღვინეობა

მერლოშპს კომპანია ბესინი

 

წითელი მშრალი დავარგებული ღვინო

ყვარელიშპს კონჭო და კო

მუკუზანიშპს კორპორაცია ქინძმარაული

მარანი საფერავისს თელავის ღვინის მარანი

სატრაპეზო საფერავისს თელავის ღვინის მარანი

მუკუზანისს თელიანი ველი

მუკუზანიშპს კომპანია ბესინი

 

ოქროს მედალი

წითელი ნახევრადტკბილი ღვინო

ალაზნის ველიშპს ვაზი+

ხვანჭკარაშპს ალექსანდრეული

 

წითელი მშრალი დავარგების გარეშე

საფერავიშპს ტფილისის მარანი

საფერავიშპს კახეთი

ალექსანდრეულიშპს ალექსანდრეული

 

წითელი მშრალი დავარგებული ღვინო

მუკუზანიშპს კონჭო და კო

ყვარელიშპს კახეთი

 

© „მარანი“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული