Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბრიტანეთის სამთავრობო მარნის ღვინოებს აუქციონზე გაიტანენ

პირველად ისტორიაში ბრიტანეთის სამთავრობო მარნის ღვინოები აუქციონზე გაიყიდება. ვაჭრობა მარტის ბოლოს  Christie'sაუქციონზე შედგება. ღვინოების საწყისი საერთო ღირებულება, წინასწარი გათვლებით, 50 ათასი გირვანქა სტერლინგი, ანუ დაახლოებით 75 ათასი დოლარია. აუქციონზე გაიტანენ 1970 წლის Chateau Petrus-ის ექვსბოთლიან კეისს, რომლის საწყისი ფასიც 6 ათას გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ამდენივე ღირს 1983 წლის მოსავლის 12 ბოთლი Chateau Mouton-Rothschild. ასევე გაიყიდება 10 ათას გირვანქა სტერლინგად შეფასებული 1986 წლის 12 ბოთლი Le Pinდა სხვ. ყველა ეს ღვინო თავის დროზე ვაჭრებისგან შეიძინეს და აქამდე ბუკინგემის სასახლის გვერდით, სამთავრობო მარანში ინახებოდა. სამთავრობო მარანს, სადაც დაახლოებით 40 ათასი ბოთლი ღვინო არის დაცული, საგანგებო კომიტეტი მართავს. კომიტეტის წევრები არიან ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და ღვინის ექსპერტები. სახელმწიფო ღვინის უდიდეს მარაგს ფლობს, – ამბობს დევიდ ელსვუდი,Christie's აუქციონის სახლის ღვინის საერთაშორისო განყოფილების უფროსი, – ხელისუფლებას გასაყიდად ისეთი ღვინო გამოაქვს, რომელიც დაძველების საუკეთესო კონდიციაშია ან მალე მიაღწევს ამ მდგომარეობას. კომიტეტის წარმომადგენლები სამთავრობო მარანს საგანგებოდ ათვალიერებენ და ამოწმებენ, რომელიმე ღვინო ჭარბად ხომ არ აქვთ, – განმარტავს ელსვუდი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ასეთი აუქციონი პირველად ეწყობა.

შეგახსენებთ, 2011 წლის გადაწყვეტილების მიხედვით, ბრიტანეთის ხელისუფლება ყოველწლიური შემოწმების შემდეგ პარლამენტს ანგარიშს აბარებს ღვინოების ღირებულების, ფასებისა და დანახარჯის შესახებ. სამთავრობო მარანში დაცული ღვინოები მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალურ ღონისძიებებზე გამოაქვთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული