Home
ქართული | English
ივლისი 2022
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბიუჯეტური, მაგრამ ხარისხიანი - როგორ აფასებენ ქართულ ღვინოს ამერიკაში

ამერიკული კომპანია VinePair აქვეყნებს სტატიას იმის შესახებ, თუ რამდენადაა ღვინის ხარისხი მის ფასზე დამოკიდებული, სადაც შეფასებულია როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული ღვინოები. სტატიის მთავარი კითხვა შემდეგია -  არის თუ არა ფასი ღვინის ხარისხის მთავარი მაჩვენებელი. პასუხის გაცემას კი VinePair-ის მთავარი სომელიე კეიტ ბევერსი ცდილობს. ის იკვლევს სხვადასხვა ფაქტორებს, როგორებიცაა ღვინის დამზადების ადგილი, შრომის ხარჯები, ქარხნისა და ყურძნის რეპუტაცია, სოფლის მეურნეობის მიწოდება-მოთხოვნის დონე, რომლებიც განსაზღვრავენ ღვინის ფასს.

სტატიაში ყურადღება საქართველოში წარმოებულ ღვინოზეცაა გამახვილებული: "როდესაც ღვინოს დაბალი ფასი აქვს, ხშირად ფიქრობენ, რომ მას ვერ ექნება შამპანში, ბორდოსა თუ ბურგუნდიაში წარმოებული პროდუქტის ხარისხი. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რამდენად დიდია სამყარო. არის ადგილები, სადაც არაჩვეულებრივ ღვინოს აწარმოებენ, თუმცა ამერიკულ ღვინის ბაზარზე „იკარგება“. ამის მიზეზი ზოგჯერ პოლიტიკური ან ეკონომიკური ფაქტორებიცაა. საბერძნეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, სლოვაკეთი, ხორვატია, საქართველო - ამ ქვეყნებს ღვინის წარმოების ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ, თუმცა, ამერიკის ბაზარზე მათ კარგად ვერ ვამჩნევთ. რატომ? სწორედ პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორების გამო. ზოგჯერ ღვინის წარმოება მცირდება, ზოგჯერ კი საოცრად მატულობს. საბჭოთა რუსეთში მეღვინეობის ხარისხის გაუმჯობესება არ იყო მთავარი, არამედ რაოდენობის ზრდა. ამან პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში ჭარბი მიწოდება გამოიწვია, რამაც ღვინის ფასიც შეამცირა. ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიც ბულგარეთი, რუმინეთი და უნგრეთია, მოახერხეს ღვინის ხარისხის გაუმჯობესება და ჩვენს ბაზარზეც შემოაღწიეს".

ღვინის ფასი მიწოდების შემცირების შედეგად შეიძლება გაიზარდოს. თუმცა, მაინც დაბალი რჩება, რათა ამერიკულ ბაზარზე დარჩენა მოხერხდეს. ეს მნიშვნელოვანი საკითხია. ამის მაგალითი 2000-იანი წლების სამხრეთ აფრიკაა, რაღაც მომენტიდან აშშ-მ დიდი ყურადღება დაუთმო მას. ასევე ნათელი მაგალითია საქართველო, რომელიც დღეს ყურადღების ცენტრშია. "ახლა ყველა დაინტერესებულია და ყველას მოსწონს ქართული ღვინო, რომელიც ბაზარზე ათასწლეულის დასაწყისიდან შემოდიოდა. თუმცა, მხოლოდ ახლა მოვახერხეთ ქართული ღვინით სიამოვნების მიღება. როდესაც ქართული ღვინო პირველად შემოვიდა ბაზარზე, არც ძვირი ღირდა, არც ცნობილი იყო, თუმცა, მოახერხა პოპულარობის მოპოვება. ფასმაც ზრდა დაიწყო, რადგან დაინტერესება გამოიწვია. ამან ფასზეც დიდი გავლენა იქონია".  

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული