Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მეღვინეებს მხარდაჭერა გამოუცხადა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ხელს შეუწყობს ქვეყანაში მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარებას. ის თავად დაესწრო გაბალის რაიონის სოფელ გარადეინში მდებარე ღვინის ქარხნის Aspi Winery-ს გახსნას. საწარმო უახლესი ტექნოლოგიური დანადგარებით არის აღჭურვილი და მისი მესვეურები იმედოვნებენ, რომ უმაღლესი ხარისხის ღვინოსა და კონიაკს ჩამოასხამენ. ამისათვის შპს Aspi-Aqro იტალიურ კომპანიასთან VİVA Cooperative Rausedo VCR-სა და ფრანგულ GONTARD FRERES -თან თანამშრომლობს - მათ ერთად გააშენეს ვენახი დიდი კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე, სავალანის დაბლობზე - იქაურობა ხომ ოდესღაც მეღვინეობის ცენტრად იყო აღიარებული. ახალი ქარხანა იტალიური კომპანია DELLA TOFFOLA-ს უახლესი დანადგარებით არის აღჭურვილი და, სავარაუდოდ, წელიწადში 1000 ტონა ღვინოსა და კონიაკს აწარმოებს. 340 ჰექტარზე გადაჭიმულ ვენახში აზერბაიჯანელებმა ვაზის 22 ტექნიკური და 14 სუფრის ჯიში დარგეს. 
 
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული