Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ჩეხურ სასმელს საფრთხე ემუქრება

ქლიავის არომატიან ალკოჰოლურ სასმელს ჩეხები ასწლეულების მანძილზე ამზადებენ. ამ სასმელმა დიდი ხანია საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. დღეს კი ბრიუსელის ჩინოვნიკების შეცდომის გამო სასმელი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

გაუგებრობა გამოიწვია ევროპარლამენტის მიერ მიღებულმა დოკუმენტმა, სადაც სასმელის ასეთი განსაზღვრებაა მოცემული: ხილის სასმელი სპირტის დამატებით. განსაზღვრების პირველ ვარიანტში გარკვევით ეწერა ფრაზა: ხილის სპირტის დამატებით. ევროპარლამენტის ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა კი დოკუმენტი შეამოკლა და განსაზღვრება ხილის სპირტი, დოკუმენტიდან ამოაგდო. პოლიტიკოსები მიხვდნენ თავიანთ შეცდომას და ჩეხებს სასმელის სახელის შეცვლა შესთავაზეს. თუმცა ჩეხები ამას სრულებითაც არ აპირებენ. პირიქით, ისინი საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ.

ჩინოვნიკები ფიქრობენ, რომ უკვე დამტკიცებული დოკუმენტის ტექსტის შეცვლა არც თუ ისე ადვილია. ჩეხური სასმელის თაობაზე კენჭისყრა აპრილში შედგება. პოლიტიკოსებს კონფლიქტის უმტკივნეულოდ მოგვარების იმედი აქვთ.

© „მარანი“

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

ტოპ ხუთეული