Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ავსტრალიური ღვინის რეკორდული ფასი

ავსტრალიაში, ბაროსას ველზე მდებარე ღვინის მეურნეობა Torbreck-ის მმართველმა და ამავე მეურნეობის მთავარმა მეღვინემ, დევიდ პაუელმა მათ მიერ გამოშვებული ერთი ბოთლი The Laird Shiraz 2005–ში 700 ავსტრალიურ დოლარად შეაფასეს. აქამდე ყველაზე ძვირფას ავსტრალიურ ღვინოდ ითვლებოდა Penfolds Grange, რომელიც 100 ავსტრალიური დოლარი ღირს. Torbreck The Laird Shiraz 2005 მაყვლისა და შოკოლადის არომატით მდიდარი ბუკეტით, შესანიშნავი სტრუქტურითა და ალკოჰოლის 15,5%-იანი შემცველობით ხასიათდება. დევიდ პაუელი ძალზე ამაყობს მის მიერ შექმნილი ამ შესანიშნავი ღვინით და ვარაუდობს, რომ მომდევნო წლებში მისი ფასი კიდევ უფრო გაიზრდება და 1000 დოლარს მიაღწევს.

© ღვინის კლუბი/“Weekend“


15,5%... გამოდის რომ მასში დამატებულია ალკჰოლი. ცოტა ძვირი ხომ არ არის ასეთი არაბუნებრივი მეთოდით წარმოებული ღვინისათვის?


ალკოჰოლს უმატებენ ე.წ. შემაგრებულ ღვინოებს, პორტვეინს და ა.შ. ეს კი არაა შემაგრებული ღვინო. მსოფლიოში საკმაოდ ბევრია ღვინო, რომელიც ბუნებრივად, ველური, უფრო ხშირად კი კულტურული საფუვრებით დადუღების შემდეგ აღწევს 15–16%–ს. საქართველოშიც არაერთი გვხვდება ასეთი შემთხვევა.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული