Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

აქციზების ფასის მომატების პოლიტიკას აკრიტიკებენ

როგორც ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, ლუდის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენელთა ჩინოვნიკებთან შეხვედრის დროს, ევროპის ლუდის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ალბერტო და პონტემ განაცხადა, რომ ლუდზე გადასახადის მომატება სერიოზულ გავლენას მოახდენს ევროპის ეკონომიკაზე.

"ჩვენ ხაზი გავუსვით ლუდის მრეწველობის წვლილს ევროპის ეკონომიკაში, შრომით მოწყობაში, გადასახადებში, კოლექტივებს შორის ურთიერთობათა გამყარებასა და ალკოჰოლიზმთან ბრძოლაში. ჩავატარეთ სამართლიანი დებატები ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა დაბეგვრის სისტემის გაუმჯობესების აუცილებლობა”- აღნიშნა და პონტემ შეხვედრის დასასრულს. როგორც კომპანია PricewaterhouseCoopers ვარაუდობს, ლუდზე გადასახადის 20%-იანი ზრდა ბევრი ლუდსახარშის დახურვას და ათეულ ათასობით ადამიანის სამუშაო ადგილის გარეშე დარჩენას გამოიწვევს. შეგახსენებთ, რომ 2009 წელს, წარმოებული ლუდის რაოდენობის მიხედვით, ევროპამ პირველად დაუთმო აზიას ლიდერობა. მიმდინარე წელს აზიურმა კომპანიებმა 58.67 მილიონი კილოლიტრი ლუდი აწარმოეს, რაც გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით 5,5%-ით მეტია. ევროპამ კი პირიქით, იმავე პერიოდში ლუდის წარმოება 5, 1%-ით შეამცირა.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული