Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ამერიკაში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ვენახებით დაინტერესდნენ

კალიფორნიულმა საინვესტიციო ჯგუფმა Terroir Capital სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის რეგიონ სტელენბოშში განლაგებული ღვინის საწარმო Mulderboschშეიძინა. მიუხედავად იმისა, რომ ამ გარიგების საფასური არ ხმაურდება, ამერიკელმა ინვესტორებმა განაცხადეს, რომ ეს მათთვის მეტად მომგებიანი დაბანდებაა, თუმცა ეს არ ნიშნავს საზღვარგარეთული კაპიტალის ექსპანსიას.  ამერიკული საინვესტიციო ჯგუფი საერთო ინტერესებით სარგებლობს და სპეციალისტებს სამუშაო ადგილებს უნარჩუნებს. გარდა ამისა, Terroir Capital-ის მხარდაჭერით რეგიონში განვითარდება ტურისტული მარშრუტები, ღვინის ტურიზმი, აშენდება სასტუმროები, რესტორნები. Terroir Capital-მა შეიძინა ვენახები, ქარხანა, ბრენდის სახელი, რომელიც მაღალი ხარისხითა და მისაღები ფასით არის ცნობილი. ღვინის ბაზრის ექსპერტები ირწმუნებიან, რომ მომავალი სწორედ საშუალო ფასზე ორიენტირებულ სეგმენტს ეკუთვნის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კი ყველა პირობაა შექმნილი ასეთი პროდუქციის საწარმოებლად.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული