Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ალკოჰოლის გადაჭარბებით მომხმარებელ ქვეყანათა შორის უკრაინა მეხუთე ადგილზე დგას

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, ალკოჰოლის გადაჭარბებით მომხმარებელ ქვეყნებს შორის უკრაინა მეხუთე ადგილზე დასახელდა, ალკოჰოლიზმით გამოწვეული სიკვდილიანობის მხრივ კი ქვეყანას ევროპის მასშტაბით მეორე ადგილი ერგო. უკრაინაში ერთი სული მოსახლე წელიწადში საშუალოდ 15,6 ლიტრ ალკოჰოლს მოიხმარს. უკრაინას წინ უსწრებს მოლდოვა (28,2 ლ), ჩეხეთი (16,4 ლ), უნგრეთი (16,2 ლ) და რუსეთი (15,7 ლ). უკრაინის ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელძღვანელის ტატიანა ბახტეევას თქმით, დღეს უკრაინაში დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანი ალკოჰოლიზმით არის დაავადებული. არტემ სტუპაკოვი – ექსპერტი ალკოჰოლიზმისა და სიგარეტის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში, აცხადებს, რომ მოლდოვაში ძირითადად სვამენ ღვინოს, ჩეხეთში – ლუდს, უკრაინელი ახალგაზრდები ლუდსა და ალკოპოპსის (მატონიზებელ სასმელებს) ეტანებიან, ხოლო უფროსი თაობის წარმომადგენლები – არაყს. ექსპერტთა თქმით, ალკოჰოლიზმთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალებაა გაყიდვების შემცირება და ფასის გაზრდა. უკრაინაში უკვე მიიღეს ზომები – 2012 წელს შეიმუშავეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში იკრძალება სპირტიანი სასმელის გაყიდვა საღამოს 8 საათიდან დილის 11 საათამდე. ასევე კანონით ისჯება ის პირი, ვინც ალკოჰოლურ სასმელს სკვერში, პარკში ან  სადარბაზოში დალევს.  

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული