Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

უკრაინა: ღვინის წარმოება თითქმის 30%-ით დაეცა

2012 წლის იანვარ-ოქტომბერში უკრაინაში ღვინის წარმოება 28.3%-ით დაეცა. 2011 წლის შესაბამის პერიოდში წარმოებული იყო 14 469 700 დეკალიტრი ღვინო, წელს ეს მაჩვენებელი 10 387 000 დეკალიტრია. ამავე პერიოდში 38,5%-ით გაიზარდა ვერმუტის წარმოება და 1 225 500 დეკალიტრი შეადგინა (2011 წელს 21 600 დეკალიტრი იყო), ხოლო ბრენდის წარმოება თითქმის ორჯერ შემცირდა და 9 ათასი დეკალიტრი შეადგინა (2011 წელს ეს მაჩვენებელი 21,6 ათას დეკალიტრს შეადგენდა). 2012 წლის ამავე პერიოდში უკრაინელებმა აწარმოეს 3 284 100 დეკალიტრი კონიაკი, რაც 3,3%-ით ნაკლებია გასულ წელთან შედარებით. საკონიაკე სპირტების წარმოება კი, პირიქით, 30%-ით გაიზარდა და 1 443 367 ლიტრი სუფთა სპირტი შეადგინა. შამპანური ღვინის წარმოება 2 312 200 დეკალიტრამდე შემცირდა (2011 წელს ეს მონაცემები 2 600 000 დეკალიტრს უდრიდა), ცქრიალა ღვინოების წარმოება კი 22,9 %-ით  გაიზარდა და 1 515 800 დეკალიტრი შეადგინა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული