Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვაშლის ტემპურა მსხლის სალსით

საჭირო მასალა: სალსისთვის - 1 ლაიმი, 1 მსხალი, 1 ფორთოხალი, 10 გ ნედლი ჯანჯაფილი, 0,5 ჩ.კ. ხმელი ბარამბო, 3 ს.კ. შაქრის ვაჟინი.

ვაშლისთვის - 4 ვაშლი 100 გ ფქვილი, 300 მლ მინერალური წყალი, ზეთი – ფრიტიურისთვის.

მომზადება: ლაიმი გავწუროთ, 1 ს.კ. წვენი შევინახოთ. მსხალი გავრეცხოთ, გავჭრათ, ამოვაცალოთ თესლი და წვრილად დავჭრათ. მოვასხათ ლაიმის წვენი. ფორთოხალი გავფცქვნათ, მთლიანად მოვაშოროთ თეთრი რბილობი და დავჭრათ. ჯანჯაფილი გავფცქვნათ და გავხეხოთ. ფორთოხალი და ჯანჯაფილი მსხალს შევურიოთ. დავუმატოთ ბარამბო და შაქრის ვაჟინი. ვაშლი გავფცქვნათ, გავჭრათ შუაზე, ამოვაცალოთ თესლი და მსხვილად დავჭრათ. 1 ს.კ. ლაიმის წვენში ავურიოთ მინერალური წყალი და ფქვილი, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. ვაშლები გავამშრალოთ, ამოვავლოთ ცომში და ფრიტიურში შევწვათ. მივირთვათ სალსასთან ერთად.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული