Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

აიფონი სომელიეს ნაცვლად

ფლორიდის შტატის ქალაქ Naple-ში მდებარე რესტორან Naples Tomato-ს მფლობელებმა განაცხადეს, რომ საკუთარ კლიენტებს კომპანია Apple-ს აიფონებს შესთავაზებენ და ისინიც ტექნიკის ამ უახლესი მიღწევის მეშვეობით მიიღებენ რჩევებს ღვინისა და კერძის შეხამების თაობაზე. თუ ექსპერიმენტმა გაამართლა, შესაძლებელია,  ასეთმა აიფონებმა მომავალში მთლიანად ჩაანაცვლონ სომელიეები.

Naples Tomato-მ და მარკეტინგულმა კომპანია Innerbridge-მ სპეციალურად აიფონისთვის ერთობლივად შეიმუშავეს ასობით ღვინის მონაცემთა ბაზა, რომელიც რესტორნის კლიენტებს არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება. კლიენტებს საშუალება მიეცემათ აიფონის მეშვეობით აარჩიონ სასურველი ღვინო მისი ფასის, ფერის, დასახელების, რეგიონის თუ რეიტინგის მიხედვით. ამ საიხლით სარგებლობა რესტორნის სტუმრებს უკვე აგვისტოდან შეეძლებათ.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123