Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

აშშ-ში გაყიდვები გაიზარდა

ცნობილი გახდა, რომ 2011 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ალკოჰოლის გაყიდვების მაჩვენებელი 2,7%-ით, თანხობრივად კი - 4%-ით გაიზარდა და 19,9 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ მაჩვენებელში ლუდის წილი 0,5%-ით შემცირდა, ელიტური სასმელების გაყიდვების წილმა 33,6% შეადგინა, არყის რეალიზაციამ კი 5,9%-ით მოიმატა. ზრდა შეინიშნება ექსპორტის სექტორშიც: 2011 წლის 11 თვის მონაცემებით საზღვარგარეთ ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობის შემოსავალი 16,5%-ით გაიზარდა, საექსპორტო საქონლის გაყიდვების დაახლოებით 50% კი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. არ გამართლდა კალიფორნიელი ღვინით მოვაჭრეების პესიმისტური პროგნოზი. გასული წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, ექსპორტის მოცულობა 23%-ით შემცირდა, თუმცა უკანასკნელ თვეებში სიტუაცია საგრძნობლად გამოსწორდა და მეღვინეებმა დანაკარგი აინაზღაურეს. კალიფორნიის ღვინის ინსტიტუტის ინფორმაციით, გასული წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით 1,14 მილიარდი დოლარის ღირებულების ღვინის ექსპორტი მოხდა, რაც 2010 წლის მონაცემებს შეესაბამება. საერთო წლიური სტატისტიკა ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია და ზუსტდება, თუმცა ამერიკელ მეღვინეთა წარმატება უკვე აშკარაა. გაყიდვების ზრდის მიზეზი, დოლარის კურსთან ერთად, მზარდი ჩინური ბაზრის დამსახურებაც არის - ამერიკული საექსპორტო ღვინის 5%-ზე მეტი ჩინეთზე მოდის.   

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული