Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ყველაზე აქტუალური ალკოჰოლური სასმელები ამერიკაში

საინტერესოა, ქვეყანაში, სადაც ყველაზე მოთხოვნადი ალკოჰოლური სასმელი ლუდია, სხვას რას მიირთმევენ თავისუფალ დროს განსაკუთრებით მაშინ, როცა ზაფხულია და ძალიან ცხელა. USA Today-ზე სტატია გამოქვეყნდა, სადაც აშშ-ში მიმდინარე ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრსიის ტენდენციების, ყველაზე მოთხოვნადი სასმელებისა და კოქტეილების შესახებ წერენ. 

პირველი, ყველაზე აქტუალური სასმელი მექსიკური ლუდია, განსაკუთრებით Modelo და ასევე უალკჰოლო, ხელნაკეთი ლუდი, როგორიცაა Athletic Brewing Company და Dos Equis Lime & Salt Zero. Modelo ყველაზე გაყიდვადი ლუდის მწარმოებელია საცალო ვაჭრობაში წელს, მისი მოხმარება 8.1%-ით გაიზარდა და იმპორტირებული ლუდის კატეგორიაშიც ლიდერობს. მათთვის კი, ვისაც სპირტიანი სასმელები უყვარს, პოპულარულია პრემიუმ ტეკილები და añejo tequilas, რომელსაც 1 -3 წლამდე აძველებენ კასრებში. აქტუალურია კოქტეილებიც, ამერიკელები უფრო და უფრო მეტს ვისკის, არაყსა და ტეკილას სწორედ კოქტეილებში იყენებენ. 

USA Today-ის მიხედვით, ალკოჰოლური სასმლის საცალო ვაჭრობის ნიშნული 1,2%-ით გაიზარდა გასულ წელს. NielsenIQ-ის სტატისტიკის თანახმად კი ლუდზე შესყიდვები 3%-მდეა გაზრდილი, ღვინის კი იმავე რაოდენობითაა შემცირებული. როგორც ჩანს, ამერიკელები გასართობად სახლებს არჩევენ, რადგან 3,7%-ით ნაკლები ხარჯი ჰქონდათ საშუალოდ რესტორნებსა და ბარებს, პანდემიამდელ დონეს კი ჯერჯერობით არ დაბრუნებიან. 

ზოგადად კი, როგორც USA Today გვატყობინებს, ამერიკელები უფრო ნაკლებს სვამენ, ვიდრე ეს ადრე, წლების განმავლობაში იყო. ამის პირველი მიზეზი ინფლაციაა. შრომის დეპარტამენტის სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით, ფასები 4.9%-ით გაიზარდა 2023 წლის აპრილში წინა წელთან შედარებით, ალკოჰოლური სასმელების ფასები კი - 4,6%-ით. ლუდი უფრო მეტად, 5,9%-ით გაიზარდა, ღვინო კი 2,5%-ით. ერთ-ერთი საინტერესო ფაქტორია ისიც, რომ ამერიკელების უფრო და უფრო მეტ ნაწილს ურჩევნია ძვირად შეიძინოს დაკონსერვებული კოქტეილი ან იმპორტირებული ლუდი, ვიდრე ტიპური, შიდა პრემიუმ ლუდი. მაგალითად, Dogfish Head Vodka Lemonade-ის კოქტეილების ოთხი ფუთი დაახლოებით $13 ღირს, ხოლო Budweiser-ის ექვსი შეკვრა $11 ან $12. არჩევანს კი ბევრი პირველზე აკეთებს: “მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მომხმარებელი გრძნობს ინფლაციასა და შემოსავლის შემცირებას, ისინი მაინც მზად არიან შეიძინონ ალკოჰოლური სასმელები სპეციალურ შეფუთვაში, დალიონ ცოტა ნაკლები და მეტად ძვირფასი, ვიდრე უფრო იაფი და მეტი სასმელი“, - თქვა ქრისტინ ლოკასიომ, საჯარო პოლიტიკისა და სტრატეგიების საბჭოს ხელმძღვანელმა

მიუხედავად ამისა, კონკრეტული სასმელები უფრო აქტუალური და მიმზიდველი ხდება მომხმარებლისთვის. NielsenIQ გვატყობინებს, რომ ტეკილას გაყიდვები 2022 წელს 7,3%-ით გაიზარდა, წელს კი 6%-ით. ვისკისა და არყის შესყიდვები კი, რომლებიც ისევ ყველაზე შეძენად ალკოჰოლურ სასმელებად რჩება საცალო ვაჭრობაში, შემცირებულია. 

Circana-ს კვლევის თანახმად, ღვინის გაყიდვებიც შემცირებულია: „ღვინის საკითხი ბოლო წლების განმავლობაში უფრო და უფრო რთულად იყო, როგორც ბევრი, მეც ვფიქრობდი, რომ პანდემია დაეხმარებოდა მის გაყიდვებს, თუმცა სანაცვლოდ სხვა ალკოჰოლური სასმელების ბაზრის წილი გაიზარდა, ღვინის კი უფრო შემცირდა“, - აღნიშნავს სკოტ სკანლონი, Circana-ს ალკოჰოლური სასმელების აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი. თუმცა გარდა ამისა გამოირჩევა ღვინის ზოგიერთი მწარმოებელი, მათ შორის Josh Cellars , Decoy , Meiomi და La Marca Prosecco . კიდევ ერთი ახალი, ძალიან აქტუალური მწარმოებელია 19 Crimes Snoop Dogg. ღვინო , რომელმაც ფერადკანიანი მომხმარებლების ყურადღება მიიპყრო. სტატიაში ვკითხულობთ, რომ თუ ადრე მათთვის არც ისე საინტერესო იყო სასმლის ეს კატეგორია,, ახლა სიტუაცია ცოტა სხვანაირადაა: „ეს ის მომენტია, როდესაც ცნობილ ადამიანს ახალგაზრდა მომხმარებლის მოზიდვა შეუძლია.“ - აღნიშნავს სკანლონი. სრულად გაეცანით USA Today-ზე. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული