Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თეთრი ღვინის სამეფო

ელზასი საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე რეგიონია და მისი მიწები მდინარე რაინის მარცხენა სანაპირომდეა გადაჭიმული. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეს მიწები გერმანელებს ეკუთვნოდათ, ამიტომ აქაურ მოსახლეობას ვერც ფრანგებს უწოდებ და ვერც გერმანელებს, ისინი ელზასელები არიან. არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვით, რომ აქაური კერძებიცა და ღვინოც სწორედ ამ ორი ქვეყნის ტრადიციის ნაზავია.

ელზასი რელიეფური მრავალფეროვნებით და სუბკონტინენტური კლიმატით გამოირჩევა. მკაცრი ზამთრის, ცხელი ზაფხულის, ხანგრძლივი და მზიანი შემოდგომის წყალობით აქ ყურძენი დიდხანს და თანაბრად მწიფდება, ვენახების უმრავლესობა კი მთის მასივსა და რაინის დაბლობს შორის არის გაშენებული.

"ელზასური ღვინოები ნამდვილად არ არის საუკეთესო ფრანგული ღვინო. თუმცა ვინც იცის, რომ ღვინოს განსაკუთრებულ არომატს სწორედ კარგად დამწიფებული ყურძენი სძენს, მათგან დიდ პატივისცემასა და ყურადღებას იმსახურებს,” – განმარტავს ენოლოგი ტიერი ფრიჩი.

სხვა ფრანგი მევენახეებისაგან განსხვავებით, ელზასელები ღვინოს ტერუარის მიხედვით კი არა, ყურძნის ჯიშების მიხედვით არქმევენ სახელს. ცნობილია შვიდი ძირითადი სახეობა: სილვანერი (Sylvaner), რისლინგი (Riesling), გევიურცტრამინერი (Gewurztraminer), პინო ბლანი (Pinot blanc), პინო გრი (Pinot gris), ელზასური მუსკატი (Muscat d`Alsace), პინო ნუარი (Pinot noir) და კლევნერ დე ეილიგენსტაინი (Klevener de Heiligenstein).  

ყველა ელზასური ღვინო, კრემანის  (Cremant d`Alsace) გარდა, “ფლეიტის” ტიპის ბოთლშია ჩამოსხმული, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გერმანიასთან მათ სიახლოვეს. მდინარის ორივე სანაპიროს მეღვინეები სწორედ ასეთი ტიპის – ვიწრო, მაღალყელიან და ბრტყელძირიან  ბოთლებს იყენებენ. 

ვიდრე ელზასურ ღვინოს სადეგუსტაციოდ გავიტანთ, რამდენიმე მარტივი წესი უნდა დავიცვათ. პირველი, ტემპერატურაა – ყველა ელზასური ღვინო საკმაოდ ცივი, დაახლოებით 8°C-მდე გაცივებული ისმევა. თუ ღვინო დასაშვებზე ცივია, მისი არომატი ქრება, ხოლო თუ ზედმეტად თბილია, სასმელი უფრო მძიმე მოგეჩვენებათ. ზოგადად, ელზასური ღვინოები მაღალი კლასის კერძებს უხდება. მაგალითად, რისლინგ გრან კრუ (Riesling grand Cru) შესანიშნავად ეხამება ზღვის პროდუქტებს, პინო გრი –ფრინველის თეთრ ხორცსა და ფუა გრას, ყველთან და დესერტებთან მისაყოლებად კი საუკეთესოა გევიურცტრამინერი.

ელზასური ღვინოების 90% თეთრია, ერთადერთი შავი ჯიში, რომლიდანაც წითელ და ვარდისფერ ღვინოს აყენებენ, პინო ნუარია (Pinot Noir). აქაურებს ცქრიალა ღვინის დაყენების ტრადიციაც აქვთ: ეს არის საფრანგეთში საკმაოდ ცნობილი კრემან დ’ალზას (Cremant d`Alsace).    

დღეისათვის ელზასური ელიტური ღვინოები მსოფლიოს საუკეთესო ღვინოთა შორის სახელდება. თუმცა საფრანგეთის საზღვრებს მიღმა მათ კარგად არ იცნობენ. ამის მიზეზი კი ძალიან მარტივია: ელზასური ღვინოების მხოლოდ 26% გადის ექსპორტზე, დანარჩენს კი თავად ფრანგები მიირთმევენ.  

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული