Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შამპანურის კლიმატური ცვლილებებისგან გადარჩენის გზა

საფრანგეთის ცნობილი ცქრიალა ღვინო გლობალური დათბობის გამო ბრიტანული მწარმოებლების კონკურენციის საფრთხის წინაშე დგას. 
ახალი კვლევის თანახმად შამპანურის გადარჩენის გასაღები სწორედ დიდ ბოთლებშია. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, 3 ლიტრიან ღვინის ბოთლებში შენახვით შამპანური იმაზე 4-ჯერ მეტ ხანს ძლებს, ვიდრე სტანდარტულის შემთხვევაში. მეცნიერები ამბობენ, რომ დიდი, დალუქული ჭურჭელი შამპანურის ბუშტუკებსა და ცქრიალს ბევრად უკეთ ინახავს, ვიდრე პატარა. 

1,5 ლიტრიან ჭურჭელში შენახვის მაქსიმალური ვადა დაახლოები 82 წელია, მაშინ, როცა სტანდარტული ზომისაში (700 მლ-იანში) მას მხოლოდ 4 ათწლეული აქვს ვადა. წამყვანმა ავტორმა, პროფესორმა ჟერარდ ლიჟერ-ბელერმა, Reims Champagne-Ardenne-ს უნივერსიტეტიდან განაცხადა: “დროთა განმავლობაში აღმოჩნდა, რომ ბოთლის ზომაზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული, მათ შორის სასმელში, ცქრიალა ღვინოში, ბუშტუკების რაოდენობა და “გაზი”. შამპანური და სხვა ცქრიალა ღვინოები ცქრიალს ნახშირორჟაგისგან იღებენ, რომელიც მეორადი დუღულის დროს, ბოთლებში წარმოიქმნება. საფუარის, შაქრისა და ტკბილის შერწყმით გაზისა და დამატებითი ალკოჰოლის წარმოქნა ხდება. მიუხედავად იმისა, რომ საფუარი რამდენიმე თვეში კვდება, კომპლექსური არომატი ბოთლებში 15 თვიდან წლების განმავლობაში ვითარდება. მაგრამ ამავდროულად სასმელი ნარშირორჟანგს კარგავს, რომელიც ნელ-ნელა დალუქული ლითონის თავსახურებიდან ან საცობიდან გადის.” - აღნიშნავს ექსპერტი. 

მისი გუნდი 12 თანმიმდევრული რთველის შამპანურს დააკვირდნენ, რათა საფუარის მიერ წარმოებული ნახშირორჟანგის საწყისი ოდენობა გამოეთვალათ. დაადგინეს, რომ ჭურჭელში, რომლებიც ლითონის თავსახურებით იყო დალუქული, ცქრიალი თანდათან მცირდებოდა. მაგალითად, 1974 წლის რთველის შამპანურს ნახშირორჟანგის უმეტესი ნაწილი, თითქმის 80% დაკარგული ჰქონდა. გარდა ამისა, გამოვლინდა კავშირი ბოთლის მოცულობასა და ნახშირორჟანგის დონეს შორისაც. აღმოჩნდა, რომ უფრო დიდ ბოთლებში შენახული სასმელი უფრო უკეთ ინარჩუნებს ცქრიალს, ვიდრე მცირე ზომისაში. 

ლიჟერ-ბელერი ამბობს, რომ როდესაც საქმე შამპანურის დეგუსტაციას ეხება, ეს CO2 არის მთავარი ნაერთი, რომელიც ჭიქებში სასურველ ცქრიალზეა პასუხისმგებელი: “მიუხედავად ამისა, CO2-ის ნელი “კლება” დაძველებული კუვეების შემთხვევაში, მაგალითად, აჩენს საკითხს, თუ რამდენ ხანს შეიძლება დაძველდეს შამპანური, სანამ ჩამოსხმისას ცქრიალის ეფექტი აღარ ექნება. დადგინდა, რომ ბოთლის ზომის გაზრდა საოცრად ზრდის მის უნარს, შეინარჩუნოს CO2 და შესაბამისად ცქრიალი დეგუსტაციის დროს.

ვარაუდობენ, რომ უახლოეს წლებში ტემპერატურის მატების გამო დიდი ბრიტანეთი საფრანგეთის ცნობილ ცქრიალა ღვინის მწარმოებელ რეგიონებს დიდ კონკურენციას გაუწევს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ გაერთიანებული სამეფოს კლიმატური პირობები მეტად ხელსაყრელი გახდება ღვინის მწარმოებლებისთვის, რაც სამომავლოდ მის მნიშვნელოვან როლზე მიანიშნებს გლობალური ღვინის ინდუსტრიაში. 

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთში ევროკავშირის შემოღებული ღვინის წარმოებისა და იმპორტის ძალიან ბევრი რეგულაცია მოიხსნა. ღვინის მწარმოებლები და იმპორტიორები ზედმეტი მოთხოვნებისა და ვალდებულებებისგან განთავისუფლდებიან ღვინის წარმოებისა და მარკეტინგის შესახებ კანონში ცვლილების საფუძველზე. ეს კი ბრიტანეთის ღვინის ინდუსტრიას 180 მლნ. ფუნტი სტერლინგის ოდენობით გაზრდის. ცვლილებების ფარგლებში ადგილწარმოშობის ღვინოები გაფართოვდება, მეღვინეებს ექნებათ თავისუფლება ღვინის დასაყენებლად გამოიყენონ უფრო მეტი ვაზის ჯიში, განსაკუთრებით კი დაავადებებისადმი მდგრადი ჯიშები. მთავრობამ განაცხადა, რომ ეს მევენახეებს საშუალებას მისცემს მათთვის შესაფერისი, უფრო სასურველი ჯიშებისგან მეტად მრავალფეროვანი პროდუქტი შექმნან და დანაკარგიც თავიდან აირიდონ. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.