Home
ქართული | English
დეკემბერი 2019
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

მულტიმედია

კომენტარები

ლიბერალები ზომაზე მეტს სვამენ

ამერიკაში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ დემოკრატი და ლიბერალი ადამიანები უფრო მეტ ალკოჰოლურ სასმელს სვამენ, ვიდრე კონსერვატორები.
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ იმ შტატებში, რომელთა კონგრესმენებიც ძირითადად დემოკრატები არიან, მოსახლეობა უფრო მეტ ალკოჰოლურ სასმელს სვამს, ვიდრე კონსერვატორულ შტატებში მცხოვრებნი.
ეკონომისტებმა, რომლებიც 1952-2010 წლებში ამ კვლევაზე მუშაობდნენ, 50-ვე შტატის მცხოვრებთა მონაცემები შეისწავლეს. მათ გამოთვალეს, რომ მიჩიგანის შტატის წარმომადგენლები კონგრესში (რომელთა ნახევარიც დემოკრატები არიან) ისეთივე ლიბერალები რომ ყოფილიყვნენ, როგორც მათი ვერმონტელი კოლეგები (რომელთა სრული უმრავლესობა ბარაკ ობამას მხარდამჭერია), პირველი შტატის მოსახლეობა წელიწადში 2 გალონით (დაახლოებით 7,6 ლიტრი) მეტ ლუდს დალევდა.
პენსილვანიის დუკეინის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი პაველ იაკოვლევი აღნიშნავს, რომ ამ გათვლებისას გათვალისწინებული იყო ის ფაქტი, რომ თითოეულ შტატს განსხვავებული ეკონომიკური, დემოგრაფიული და რელიგიური მონაცემები აქვს. ექსპერიმენტისაგან მიღებული შედეგი შეიძლება იმით აიხსნას, რომ ლიბერალებს ღრმად სწამთ, რომ თუ ალკოჰოლი ადამიანისათვის პრობლემად იქცევა, ამის დაძლევაში ჯანდაცვის სისტემა დაეხმარება. კონსერვატორებს კი ნაკლებად სჯერათ სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერის.
მსგავსი გამოკვლევა ჩაატარა სოციოლოგიურმა პორტალმა Hunch.com, რომელმაც აჩვენა, რომ ლიბერალები 28%-ით მეტად არიან სმისკენ მიდრეკილნი, ვიდრე კონსერვატორები. ეს უკანასკნელნი უპირატესობას რძეს და სხვა არაალკოჰოლურ, გაზიან სასმელებს ანიჭებენ.   
კიდევ ერთ სამეცნიერო ნაშრომში, რომელიც ჟურნალ Psychology Science-ში გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ დემოკრატები ახალ და იაფფასიან ლუდს ეტანებიან, ხოლო მათი პოლიტიკური მოწინააღმდეგენი ძვირიან და ბრენდულ სასმელებს ანიჭებენ უპირატესობას.
მსგავსი ტენდენცია შეინიშნება დიდ ბრიტანეთშიც. ერთ-ერთი საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, ალკოჰოლთან დაკავშირებულ პრობლემებს ძირითადად ქვეყნის ჩრდილოეთში მცხოვრებნი აწყდებიან. ჩრდილოელები კი ძირითადად დემოკრატების მხარდამჭერები არიან.  
ყველაზე გამოუსწორებელი მსმელები ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მცხოვრები მამაკაცები აღმოჩნდნენ: მათი 68% ყოველდღე დასაშვებზე მეტ ალკოჰოლს მიირთმევს. ლონდონში კი სიტუაცია ბევრად მსუბუქია - მისი მოსახლეობის დიდი ნაწილი ხომ უკვე დიდი ხანია კონსერვატიული პარტიის მხარდამჭერია.
© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.