Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინოს კლასიკურ მუსიკაზე აარჩევენ

ცნობილი ბრიტანელი მსახიობი საიმონ კელოუ უჩვეულო რადიოგადაცემას წაიყვანს - ის კლასკურ მუსიკას ღვინოსთან შეახამებს. ფილმის  - ,,4 ქორწილი და 1 დაკრძალვა” - ვარსკვლავი შოუს, სახელად ,,სადეგუსტაციო შენიშვნები” -  გამოსასვლელ დღეებში გაუძღვება. ,,მოხარული ვარ, რომ ჩემს გადაცემაში ცივილიზაციის ორ უდიდეს სიხარულზე – კლასიკურ მუსიკასა და ღვინოზე იქნება საუბარი. ეს ორი რამ ჩემს ცხოვრების უმთავრეს ინტერესს წარმოადგენს”, - განაცხადა მსახიობმა. აღნიშნული გადაცემა რადიო Classic FM-ის ეთერით გავა, მისი კონცეფცია კი ბრიტანელი ფსიქოლოგების დასკვნაზეა დაფუძნებული, რომლის თანახმადაც მუსიკა ღვინის გემოსა და არომატს აუმჯობესებს. კელოუს რადიოშოუ 2-საათიანი იქნება. გადაცემის მსვლლელობისას ერთგვარი  “ღვინო-მუსიკალური ტური” მოეწყობა, რომლის დროსაც ერთი და იგივე ჯიშის ღვინოს სხვადასვხა კომპოზიტორის მუსიკას შეუხამებენ. გადაცემის პირველი ,,სტუმრები” იქნებიან ბურგუნდიული Bourgogne Blanc და ლანგედოკური Grande Reserve de Gassac Rouge. პირველ მათგანს  მოცარტის, დებიუსის, დელიბომის, ბიუნუას, მეორეს კი – ბიზეს, შაბრიეს, სენ-სანსის მუსიკის თანხლებით დააგემოვნებენ. გადაცემის სპონსორია ღვინის კომპანია Laithwaites, რომელმაც ამ მიზნით ექვსნიშნა თანხა გამოყო.

© ღვინის კლუბი/Weekend



ორი ჟეშმარიტება

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული