Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის სამყაროს გავლენიანი ქალბატონები

საერთაშორისო კვლევების წამყვანმა სააგენტომ - Wine Intellegence-მა ღვინის სამყაროს გასული ათწლეულის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სია გამოაქვეყნა. სიაში სულ 30 პრეტენდენტია დასახელებული, მათ შორის ორი სამხრეთაფრიკელი ქალბატონი გახლავთ – სიუ ბირჩი და ლინ შერიფი. სიუ ბირჩი ასოციაცია ,,სამხრეთ აფრიკის ღვინოების” (WOSA)გენერალური დირექტორია, ხოლო ლინ შერიფი ამჟამად ლონდონის ღვინის მაგისტრების ინსტიტუტს უდგას სათავეში. სააგენტოს კანდიდატთა შესარჩევი კომისიის წევრების აზრით, ამ ორმა ქალმა უდიდესი გავლენა მოახდინა ღვინის გლობალური ინდუსტრიის განვითარებაზე და დღეს ისინი ისეთი ავტორიტეტების გვერდით სახელდებიან, როგორიცაა, მაგალითად, ღვინის კრიტიკოსი, მსოფლიოში აღიარებული და სახელგანთქმული რობერტ პარკერი. პარკერის გავლენა ღვინის სამყაროზე იმდენად დიდია, რომ უამრავი მეღვინე მხოლოდ იმიტომ ცვლის საკუთარი ღვინის სტილს, რომ პარკერის ყურადღება მიიპყროს, მისი კეთილგანწყობა დაიმსახუროს და მისივე ჟურნალ Wine Advocate-ს ფურცლებზე მაღალი რეიტინგით მოიწონოს თავი. ამ საპატიო სიაში მოხვდა აგრეთვე ჰარი ვაინერჩუკი, რომელმაც საკუთარი ვიდეობლოგის – Wine Library-ს საშუალებით რევოლუციური გადატრიალება მოახდინა ღვინის ჟურნალისტიკაში. კომისიამ შრომა Casella Wines-ის მფლობელს, ჯონ კასელასაც დაუფასა. მისი ბრენდის - Yellow Tail -ის ღვინოები ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროდუქტია ამერიკის ბაზარზე. სიაში აგრეთვე დასახელდნენ: ცნობილი ფრანგი მეღვინე-კონსულტანტი მიშელ როლანი, ესპანური მეღვინეობის ლეგენდა მიგელ ტორესი და ჩილეური ღვინის გიგანტის - Concha y Toro-ს გენერალური დირექტორი ედუარდ გუილისასტი. ,,მსოფლიოს წამყვანი ღვინის პერსონის” ტიტული სულ ათ ადამიანს, კომპანია Wine Intellegence-სმიერ 2012 წელს ორგანიზებული ათი სხვადასხვა ღონისძიების მსვლელობისას მიენიჭება. ღონისძიებები უკვე დაგეგმილია და მთელი მსოფლიოს მასშტაბით - მელბურნში, ჰონკონგში, სანტიაგოსა და სხვა ქალაქებში გაიმართება. ფინალური დაჯილდოება კი ამა წლის ნოემბერში, ლონდონში შედგება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული