გამოქვეყნებულია: 16 ნოემბერი, 2010 - 19:42

საჭირო მასალა:1 კგ მანდარინი, 700 გ შაქარი, 150 მლ წყალი
მოზადება:გარეცხილი მანდარინი მთელი ღამით დავტოვოთ წყალში. მეორე დღეს წყალი გადავწუროთ და მანდარინი ყველა მხრიდან დავჩხვლიტოთ ჩანგლით. შაქრისა და წყლისგან მოვამზადოთ ვაჟინი, გადმოვდგათ ცეცხლიდან და შიგ მოვათავსოთ მანდარინი 8-10 საათის განმავლობაში. შემდეგ ვადუღოთ 20 წუთი და გადმოვდგათ ცეცხლიდან. ასე გავიმეოროთ რამდენჯერმე, სანამ ვაჟინი არ ჩასქელდება, შემდეგ კი ჩავასხათ ქილებში.
© ღვინის კლუბი/“Weekend“
თემა:
მანდარინი უნდა გაიფცქვნას თუ
ავტორი: Anonymous - 18/11/2010
მანდარინი უნდა გაიფცქვნას თუ არა ))
- reply
მარინადი
ავტორი: მეხოტბე - 18/11/2010
მანდარინის მწიფობა როგორი უნდა იყოს? აქვს ამას მნიშვნელობა?
- reply
მანდარინი
ავტორი: მკითხველი - 18/11/2010
სადმე შეიძლება ვიყიდო? ჯერ გავსინჯო როგორია და მერე დავამზადო?
- reply
mandarini
ავტორი: missu - 18/11/2010
ra tqma unda ara!!!!!!! ar unda gaifcqvnas, dzalian aromatuli murabaa)))))))))
- reply
სად იყიდება მანდარინის მურაბა.....
ავტორი: missu - 18/11/2010
დიდ მარკეტებში იყიდება, არის ბერძნული, სომხური და ა.შ. მაგარია)))
- reply
mandarinis muraba.
ავტორი: miau - 18/11/2010
მგონი ფოტოზე ჩანს ნათლად :)))
არ უნდა გაიფცქვნას და ძალიან დამწიფებული არ უნდა იყოს.
- reply










