Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

უძველესი საწნახლები საქართველოს ტერიტორიაზე. უფლისციხის საწნახელი

ა. ბოხოჩაძე. მევენახეობა-მეღვინეობა ძველ საქართველოში არქეოლოგიური მასალების მიხედვით. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი. თბილისი 1963

1959 წელს უფლისციხის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ  შიდა ქალაქის პირველი უბნის გათხრების დროს, ერთ-ერთ კლდეში ნაკვეთ სათავსოში, რომელიც ორსვეტიანი დარბაზის კომპლექსში შედის და მისგან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს, გამოავლინა ორი კლდეში ნაკვეთი საწნახელი. საწნახლები განლაგებულია ერთ ნაგებობაში ერთმანეთის გვერდით და აგებულებითაც ერთმანეთს იმეორებენ.  (დ. ხახუტაიშვილი). 

1960 წელს აღნიშნულ კომპლექსში, ორსვეტიანი დარბაზის დასავლეთით მდებარე ერთ-ერთ სათავსოში, გამოვლენილი იქნა კლდეში ნაკვეთი კიდევ ორი საწნახელი, რომელთაც ისეთივე აღნაგობა აქვთ, როგორც პირველ ორ საწნახელს. (დ. ხახუტაიშვილი). ამ საწნახელთაგან გადარჩენილია მხოლოდ აუზები და ტკბილის სადინარი არხები. ორივე აუზში შუასაუკუნეების თონეებია გამართული, რომელთა „სასულის“ ფუნქციას საწნახელთა ტკბილის სადინარი არხები ასრულებდნენ.

1961 წელს შიდა ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქის გვირაბის მახლობლად მდებარე კლდეში ნაკვეთ ღია ნაგებობაში აღმოჩნდა კიდევ ერთი, მსგავსივე ტიპის საწნახელი, რომლის აუზში შუასაუკუნეების (ადრეფეოდალური ხანის?) თონე დადასტურდა. ამგვარად, თუ საწნახლების პირველი ჯგუფი (4 საწნახელი) უფლისციხის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპლექსის (სასახლე?) ორ დამხმარე სათავსოშია განლაგებული, № 5 საწნახელი ცალკე დგას და შიდა ქალაქის სულ სხვა უბნის მცხოვრებს (რიგით მოქალაქეს?) მიეკუთვნება.

რადგანაც უფლისციხეში აღმოჩენილი საწნახლები აღნაგობით ერთმანეთს იმეორებენ, ამიტომ მოცემული იქნება პირველი ორი, უკეთ დაცული საწნახლის აღწერილობა. 

პირველი საწნახელი შედგება კლდეში ნაკვეთი ორი განყოფილებისგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია სადინარით. საკუთრივ საწნახელი გეგმაში სწორკუთხედს იძლევა. მისი კედლის სიგრძე OW = 2.25 მ. NS = 2.8 მ., ხოლო შემორჩენილი კედილს სიმაღლე 0.5 მ-ს უდრის. საწნახლის აღმოსავლეთ კედელში (კლდეში) ამოკვეთილია სწორკუთხედის მოყვანილობის ფოსო, რომელიც დ. ხახუტაიშვილს ჭაჭის გამოსაწნეხად (საქაჯავად) მიაჩნა. მეორე განყოფილება, რომელიც გეგმაში კვადრატს წარმოადგენს, ყურძნის წვენის, ტკბილის დასაგროვებელი აუზია. ამ ზომის აუზში 100 დეკალიტრამდე (1 ტ.) ტკბილი მოთავსდებოდა. საწნახელი აუზთან დაკავშირებულია სადინარით, რომლის სიგრძე 0.95 მ-ია... სადინარი თანდათან ფართოვდება აუზისკენ. საწნახლის ფსკერი უფრო მაღლა მდებარეობს, ვიდრე - აუზის პირი, ამიტომ ყურძნის წურვის პროცესში ტკბილი თვითდინებით ჩადიოდა და გროვდებოდა აუზში. თუ ვივარაუდებთ, რომ საწნახელში 1.5. ტონა ან ცოტა მეტი ყურძენი თავსდებოდა, მაშინ მისი დაწურვის დროს აუზის ავსება მხოლოდ ერთხელ იქნებოდა შესაძლებელი. 
მეორე საწნახელიც, პირველის მსგავსად, კლდეში ამოკვეთილი ორი განყოფილებისგან შედგება. ისინი ერთმანეთს იმეორებენ, განსხვავება მხოლოდ ზომებშია და განყოფილებათა განლაგებაში, რაც კლდოვანი მასივის თავისებურებებით არის გამოწვეული. საწნახელმა ჩვენამდე დაზიანებული სახით მოაღწია, გეგმა უცვლელი დარჩა. მოგვიანო ხანაში საწნახლის ფსკერი დაბლა დაუწევიათ და ეხლა აუზის ფსკერის დონეზეა. მისი კედლების სიგრძე NS = 2.6 მ, OW = 3.20 მ. სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში ამოკვეთილია ფოსო, რომელიც ჭაჭის დასაწნეხი უნდა იყოს. საწნახლის აუზი 70 დეკალიტრ (700 ლ.) ტკბილს დაიტევდა. 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული