Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ქარხნებმა 9 000 ტონა ყურძენი უკვე ჩაიბარეს

კახეთში, ღვინის ქარხნებმა 9 000 ტონა ყურძენი უკვე ჩაიბარეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა ტარიელ გაბუნიამ განუცხადა, ამ დროისთვის რეგიონში ყურძენს 20 ღვინის ქარხანა იღებს.
„კახეთში სულ 85 584 ტონა ყურძნის მოსავალია მოსალოდნელი, თუმცა მოსავლის დიდი ნაწილი სასურსათო ბაზრებში იყიდება, ნაწილს მევენახეები სახლში წურავენ. ღვინის ქარხნებში 13 000 ტონა ყურძნის მიღებას ვვარაუდობთ. 9 000 ტონა, ანუ მოსავლის დიდი ნაწილი უკვე დაბინავებულია“, - აღნიშნა გაბუნიამ.
მისივე თქმით, რთველი ჯერ არ დაწყებულა ახმეტის რაიონში. „ყურძენი იქ გვიან მწიფდება და ახმეტაში რთველი ალბათ ერთ კვირაში დაიწყება“, - განაცხადა რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა.

© მედიანიუსი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული