Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ბოთლების განსხვავებული დიზაინი

სასმლის ორიგინალური შეფუთვა დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება. ზოგი კომპანია გათვლას დახვეწილ დიზაინსა და მაღალ გემოვნებაზე აკეთებს, ზოგი კი ცდილობს, ორიგინალური რამ შექმნას – ის, რაც მყიდველს ბოთლისკენ მიაბრუნებს, თუნდაც მისგან ნეგატიური განწყობა მოდიოდეს. ამერიკულმა კომპანია Darioush Winery-მ თავისი ღვინოებისათვის საუცხოო ჭურჭლის შერჩევით გაითქვა სახელი. დროდადრო კომპანია ნამდვილ შედევრებს უშვებს და, ცხადია, შესაბამის ფასადაც ჰყიდის. მდიდრული და ექსკლუზიური შეფუთვის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ღვინო Darioush Darius II.  Darioush Winery კალიფორნიაში, მეღვინეობით განთქმულ მხარეში - Napa Valley-ში მდებარეობს. კომპანიის მფლობელები საუცხოო იარლიყებს ხშირად ხასხასა ფერებით გამორჩეული აღმოსავლური ორნამენტების თემაზე ქმნიან.

ღვინო Darioush Darius II-ის ბოთლი კომპანია Etched Images-ში შეიქმნა. ორნამენტი მინაზე არის გრავირებული და შემდეგ თითოეული ბოთლი ხელით არის მოხატული. აღმოსავლური გობელენის მსგავსი ესკიზი კი სტუდია Auston Design Group-ის სპეციალისტების ნახელავია.

პორტუგალიელმა დიზაინერმა ალექსანდრ მენდესმა კი ღვინის ეტიკეტის სრულიად განსხვავებული დიზაინი შექმნა და მას Mau Feitioდაარქვა, რაც ითარგმნება როგორც “ცუდი განწყობა”. ეს სახელწოდება ღვინის კომპანიამაც მოიწონა, რომელსაც სურდა, რომ მათ ნაწარმს არა ნორმად ქცეული, არამედ ორიგინალური სახელი რქმეოდა. დიზაინერის თქმით, ამ ბოთლის იარლიყი ღვინისა და კომპანიის კონცეფციას ასახავს – არღვევს დიზაინის ყველა ნორმას და, ამავდროულად, განსაკუთრებული კრეატიულობით გამოირჩევა. Darioush Darius II-ისაგან განსხვავებით, აქ ყველაფერი ძალიან იოლად მოხდა: თავდაპირველად შექმნეს ჩვეულებრივი იარლიყი, შემდეგ კი მოჭარბებული “ცუდი განწყობით” დაჭმუჭნეს და დახიეს. 

© ღვინისკლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული