Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ბაზარზე კიდევ ერთი ახალი პროდუქტი გამოჩნდება

“შუმის“ და “ალავერდის ღვინის კომპანიის“ შემდეგ ქართველ მომხმარებელს საქართველოში ანალოგის არმქონე ღვინის ჩამოსხმას ამჯერად კომპანია ``ასურეთის ღვინის მარანი“ სთავაზობს.

როგორც “ასურეთის ღვინის მარანის“ დირექტორმა ზაურ კობეშავიძემ განაცხადა, ღვინო სახელწოდებით “შალა“ თბილისში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა, მისი ფასი 30 ლარია და ჯერჯერობით მხოლოდ მაღაზია “საჭაშნიკეში“ და ასევე ხინკლის სახლში იყიდება.
ზაურ კობეშავიძის ინფორმაციით, კომპანია ბაზარზე მეორე წელია რაც გამოჩნდა და მისი ღვინოები ძირითადად შეძლებულ ფენაზეა გათვლილი. წლევანდელი რთველის შედეგად კომპანია 5000 ბოთლი ღვინის ჩამოსხმას აპირებს და მათ დისტრიბუციას ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოში განახორციელებს. სამომავლოდ კომპანია წარმოების გაფართოებას და საექსპორტო ბაზრების მოძიებასაც გეგმავს.
 
რადიო “კომერსანტი“
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული