Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ProWein 2015 - ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა გერმანიაში

გამოფენა „პროვაინის“ ისტორია 1994 წელს იწყება და მაშინ მას PRO VINS-ის სახელით იცნობდნენ. პირველ გამოფენას სულ 321 მონაწილე ჰყავდა 9 ქვეყნიდან და 3.000 მ2-ზე იყო განლაგებული. პირველი გამოფენის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, განსაკუთრებით კი გამოფენის მასშტაბები. 1997 წლიდან მოყოლებული გამოფენა ყოველწლიურად იმართება და სამი დღე გრძელდება. გამოფენის ფართი 2014 წელს 52.000 კვადრატულ მეტრს შეადგენდა და მასში მონაწილეობა 45 ქვეყნის 4.800 წარმომადგენელმა მიიღო. გამოფენას სტუმრობდნენ 100 ქვეყნის 49.030 პროფესიონალი და 1.011 ღვინის ჟურნალისტი. გამოფენის პარალელურად გაიმართა 300-ზე მეტი ღონისძიება, სხვადასხვა სახის ღვინის დეგუსტაციები, შოუები, მასტერკლასები და კონფერენციები.

წელს გამოფენის ადმინისტრაცია კიდევ უფრო საინტერესო, უფრო მასშტაბური და განსხვავებული კონცეფციის გამოფენას გვპირდება.

გამოფენა „პროვაინი” ქართული ღვინის სექტორისთვის ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორუმია და მასში წელს მონაწილეთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. 15-17 მარტის ჩათვლით „პროვაინზე“ მეთხუთმეტე ჰოლში 19 ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია უკვე მეთექვსმეტეჯერ მიიღებს მონაწილეობას და ვიზიტორებს, ჟურნალისტებს, პროფესიონალებს და ღვინის მაგისტრებს საკუთარი პროდუქციით გაუმასპინძლდება.

დაგეგმილია სამი მნიშვნელოვანი ღვინის დეგუსტაცია / მასტერკლასი ვინუმის სტენდზე, რომლებსაც გაუძღვებიან ღვინის ცნობილი კრიტიკოსი და ვინუმის ჟურნალის მთავარი რედაქტორი რუდოლფ კნოლი და ღვინის მაგისტრი, კომპანია Tastingworks-ის დამფუძვნებელი და არაერთი ჟურნალის კონტრიბუტორი და ტექნიკური დირექტორი (Sommelier Journal, The Professional Wine Reference, The World of Fine Wine) ლიზა გრანიკი.

გამოფენაზე ქართული მხარის მონაწილეობას უზრუნველყოფს ასოციაცია “ქართული ღვინო” (GWA). წელს ასოციაციის ორგანიზებით „პროვაინზე“ შემდეგი ღვინის კომპანიები მონაწილეობენ:

1.         სს „ბაგრატიონი 1882“

2.         შპს „ბადაგონი“

3.         შპს“ ბესინი“

4.         შპს „დუგლაძეების ღვინის მარანი“

5.         შპს „გომის სპირტის და არყის კომპანია“

6.         შპს „ვაზიანი კომპანი“

7.         შპს „ვაინმენი“

8.         სს „თბილღვინო“

9.         სს „თელიანი ველი“

10.       შპს „კორპორაცია ქართული ღვინო“

11.       სს „კორპორაცია ქინძმარაული“

12.       სს „სარაჯიშვილი“

13.       შპს „ქართული ღვინის სახლი“

14.       შპს „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია“

15.       შპს „ქინძმარაულის მარანი“

16.       შპს „შატო მუხრანი“

17.       შპს „შუმი“

18.       შპს „შუხმან ვაინს ჯორჯია“

19.       KTW

დამატებითი ინფორმაცია:

საქართველოს სტენდი გამოფენის მეთხუთმეტე პავილიონშია განთავსებული. სტენდის ნომერია K02.

დეგუსტაცია / მასტერკლასი გაიმართება ვინუმის სტენდზე მეცამეტე პავილიონში. სტენდის ნომერია D106.

15 მარტი - 13:00 - 13:00, მოდერატორი რუდოლფ კნოლი

16 მარტი - 16:30 - 17:30, მოდერატორი ლიზა გრანიკი

17 მარტი - 10:40 - 11:10, მოდერატორი რუდოლფ კნოლი

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული