Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Ornellaia 49 000 დოლარად

იშვიათი ღვინოები აუქციონებზე დიდი პოპულარობით სარგებლობს და, როგორც წესი, რეკორდულ ფასადაც იყიდება. ნიუ-იორკში გამართულ სოთბის აუქციონზე ამჯერად 2007 წლის იტალიური საკულტო ღვინის Masseto-ს 15 ლიტრი გამოიტანეს ლოტად. კომპანია Tenuta dell'Ornellaia-ის მიერ ჩამოსხმული ღვინო საბოლოოდ 49 ათას დოლარად გაიყიდა. ასეთი მაღალი ფასი იმან განაპირობა, რომ ღვინო რარიტეტულია და მისი მხოლოდ 8 ბოთლია ჩამოსხმული. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ Massetoსაკულტო ღვინოების იმ მცირერიცხოვან კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც მხოლოდ მერლოსგანაა დაყენებული. ამ ღვინის შეძენა მსოფლიოს ბევრ კოლექციონერს სურდა, საბოლოოდ კი ის ანონიმ აზიელ კოლექციონერს ერგო. ტოსკანაში მდებარე კომპანია Tenuta dell'Ornellaia-ს პროდუქცია აუქციონებზე ყოველთვის დიდ დაინტერესებას იწვევდა და სარფიანადაც იყიდებოდა. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ 2005 წლის Ornellaia-ს 9-ლიტრიანი ბოთლი ქრისთის აუქციონზე 33,6 ათას დოლარად გაიყიდა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.