Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

The Independent-ის 13 საუკეთესო ნარინჯისფერი ღვინო

ფოტო: foodwineclick.com

The Independent-მა საუკეთესო ნარინჯისფერი ღვინოების ათეულში ორი ქართული ქარვისფერი ქვევრის ღვინო დაასახელა - პირველ ადგილზე თბილღვინოს ქვევრი 2011 (£ 9), მეათეზე კი - რამაზ ნიკოლაძის ცოლიკოური 2013 (£ 21).

გაზეთი საკუთარ მკითხველებს მიაწვდის მცირე ინფორმაციას ქვევრის ტექნოლოგიისა და აღნიშნული ღვინოების მწარმოებელთა შესახებ. ასევე, მოცემულია ელ-რესურსების მისამართები, სადაც ბრიტანელ მომხმარებელს ამ ღვინოების შეძენა შეუძლია.

ღვინოების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იყო როგორც ღვინის ხარისხი, ასევე - საუკეთესო ფასი.

როგორც ჩანს, independent-ის პუბლიკაციის შემდეგ გაზეთის მიერ რეკომენდებულ ღვინოებზე მოთხოვნა გაიზარდა. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ამ მომენტისთვის თბილღვინოს ქვევრი 2011 Marks & Spencer-ის ონლაინ მაღაზიაში მთლიანად გაყიდულია.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



Hello. And Bye.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული