Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

Highland Park ვისკის 4000 დოლარად ღირებულ პარტიას გამოუშვებს

შოტლანდიური ვისკის მწარმოებელი ცნობილი მარკა Highland Park აპირებს ახალი, ლიმიტირებული საკოლექციო ვისკი გამოუშვას და ასე მიულოცოს გაზაფხული მათი პროდუქციის ჭეშმარიტ დამფასებლებს. ნამდვილად საამაყოდ ექნება საქმე მას, ვისაც წილად ხვდება პატივი 1968 წლის ჩამოსხმის იშვიათი, ექსკლუზიური ვისკი შეიძინოს. კომპანია Highland Park დაარსებულია 1798 წელს და შოტლანდიის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ვისკის სახდელი საწარმოა. მისი პროდუქციისთვის დამახასიათებელია ტორფის არომატი და თაფლის რბილი ნოტები. ვისკი ,,1968”, რომელიც ორმოცწლიანი დაძველების რვა სხვადასხვა სახეობის ვისკის ნაზავია, ქლიავის, კოჭასა და ოდნავ წიწაკის არომატით გამოირჩევა. გასაყიდად ამ ვისკის სულ 1550 ბოთლი გამოვა და თითოეული 4 000 დოლარი ეღირება.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

არქივი

თებერვალი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728291234