Home
ქართული | English
დეკემბერი 2022
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Forbes: ქართული ღვინო გლობალურ ბაზარზე

ქართულ ღვინოსა და ექსპორტზე Forbes სტატიას აქვეყნებს, სადაც ძირითადად ავტორი საბჭოთა პერიოდის შემდეგ ღვინის კულტურის განვითარებაზე, ღვინის ბაზრებზე, მიკროზონებსა და ქვევრის ტექნოლოგიაზე საუბრობს.

საბჭოთა პერიოდის შემდეგ, როცა მნიშვნელოვნად დაიწია ღვინის ხარისხმა, საქართველომ თავისი რეგიონალური და საერთაშორისო პროფილი გააფართოვა. ახლა 525 ვაზის ჯიშია და 94 მლნ. ბოთლამდეა ქართული ღვინო 53 ქვეყანაში ექსპორტირებული, 238 მილიონი დოლარის გაყიდვებით. 

“ფორბსის” სტატიის ავტორი, ჯონ მარიანი, “თბილღვინოს” ხელმძღვანელს, გიორგი მარგველაშვილს ესაუბრა. “საბჭოთა კავშირის” ქართულ ღვინის ინდუსტრიაზე საკმაოდ დიდ უარყოფით გავლენაზე საუბრის შემდეგ გიორგი აღნიშნავს, რამდენად შეიცვალა 1990-2000-იანი წლების შემდეგ ჩვენი ღვინის წარმოება: “2006 წლის შემდეგ რთული და მტკივნეული გარდაქმნის პროცესი დაიწყო, როცა ცენტრალიზებული, დაგეგმილი ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადაეწყო ღვინის ბიზნესი. თუმცა გაჩნდა ახალი, კერძო მარნები, რომლებმაც ღვინის დაყენება დაიწყეს და თანდათან მოახერხეს კიდეც მსოფლიოსთვის გაეცნოთ ქართული ღვინო. 90-იანი წლების შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის, საფრანგეთის, ავსტრალიის, იტალიის უცხოელ მეღვინეებთან და ღვინის კონსულტანტებთან ვმუშაობდით, რათა დაგვეხვეწა ღვინის დაყენების ტექნოლოგიური პროცესები და მიგვეღო საუკეთესო, მაღალხარისხიანი ქართული ღვინო.”

აღსანიშნავია ისიც, რომ, სამწუხაროდ, დღეს ქართული ღვინის ბაზარი მაინც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსეთზე, სადაც გასულ წელს 58% იყო ექსპორტირებული. სტატიაში საუბარია ამჟამინდელ წარმოებაზეც. გასულ წელს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 90 მლნ ბოთლზე მეტი გაიტანა საქართველომ ექსპორტზე, ამას ადგილობრივი მოხმარებაც ემატება: “თბილღვინომ” უკრაინის ომის შემდეგ რუსეთში გაყიდვები მთლიანად შეწყვიტა, ახლა დასავლეთისა და აზიის ბაზრებზე განვითარებაში ვდებთ მთელ ენერგიას. ჩვენ 5,5 მლნ-ზე მეტი ბოთლის გაყიდვა მოვახერხეთ 30 სხვადასხვა ქვეყანაში” - აღნიშნავს გიორგი. 

ახლა ჩვენი ღვინო ექსპორტზე გადის უკრაინაში, ყაზახეთში, პოლონეთში, ჩინეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, სამხრეთ კორეაში, ბრაზილიაში და ა.შ. აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად იზრდება აშშ-ში ექსპორტირებული ღვინის წილიც (ექსპორტის წლევანდელ მიმოხილვას შეგიძლიათ ჩვენს გვერდზე გაეცნოთ).

"ფორბსში" ქართული ღვინის ფასზეცაა საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ საშუალო ფასის საკმაო სხვაობა ჩანს მსხვილ ღვინის მწარმოებელ ქვეყნებთან (იტალიასთან, ესპანეთთან, საფრანგეთთან), იგი კონკურენციას უწევს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, ასევე არგენტინასა და ჩილეს. სტატიას სრულად ნახვა Forbes-ის გვერდზე შეგიძლიათ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.