Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თეთრი ლობიოს წვნიანი გასკონურად

საჭირო მასალა: 150 გ თეთრი ლობიო, 1 მოზრდილი თავი ხახვი, 1 ცალი დაფნის ფოთოლი, 2 ცალი მიხაკის კვირტი (სანელებელი), 1 კბილი ნიორი, 4 ღერი თავშავა, 1 ნაჭერი ძვლიანი ლორი ან შებოლილი ნეკნები, 600 გ კომბოსტო, 400 გ კარტოფილი, 4 ნაჭერი შავი პური, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ლობიო მთელი ღამით წყალში დავალბოთ, დილით გადავწუროთ და ქვაბში მოვათავსოთ. მთლიან გაფცქვნილ ხახვს  შემოვახვიოთ დაფნის ფოთოლი, ჩავურჭოთ მიხაკის კვირტები და დავუმატოთ ლობიოს. ქვაბში მოვათავსოთ აგრეთვე ლორი,  თავშავას ღერები, გაფცქვნიილი ნიორის კბილი და დავასხათ 3 ლ წყალი. როცა ადუღდება, ქაფი მოვაშოროთ ქაფქირით და საშუალო ტემპერატურაზე 1 საათის განმავლობაში ვხარშოთ. ამასობაში კომბოსტო ოთხად გავჭრათ, მაგარი ნაწილი ამოვაცალოთ და საშუალო ზომაზე დავჭრათ. კარტოფილი გავფცქვნათ და 2 სმ ზომის კუბებად დავჭრათ. დაჭრილი ბოსტნეული ჩავუმატოთ ქვაბში და კიდევ 20 წუთი ვხარშოთ. მზა წვნიანიდან ამოვიღოთ ხახვი დაფნის ფოთლით და კერძი შავ პურთან ერთად მივირთვათ.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.